ფეხბურთი

19:17 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი წერტილს სვამს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ახლოსაა იმ დღესთან, როცა ფეხბურთს დაემშვიდობება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ. იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, 40 წლის ტოტი, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს “რომასთან” კონტრაქტი ეწურება, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებას არ აპირებს.

თუმცა, ეს ინფორმაცია თავად ფრანჩესკოს ოფიციალურად ჯერჯერობითარ დაუდასტურებია.

ერთი საინტერესო დეტალიც: “ჯალორისის” ხელმძღვანელობა ტოტის ზაფხულიდან კლუბის შტაბში, კერძოდ, დირექტორის თანამდებობაზე 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ფრანჩესკო ტოტი “რომაში” 1993 წლიდან თამაშობს და დღემდე 775 მატჩში 306 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150177