კალათბურთი

18:21 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო

მიმდინარე ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე „ქუთაისმა“ პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდა. რაც შეეხება „სოხუმს“, ზღვისპირელები ამ ეტაპზე გასვლის შანსს კი ინარჩუნებენ, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ თუ რამდენიმე შეხვედრა არ მოიგეს, სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდნენ.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვება „სოხუმს“ უფრო სჭირდებოდა. დასახული მიზნის მისაღწევად მასპინძლებმა პირველ ტაიმში ყველაფერი გააკეთეს და დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ 2 ქულის სხვაობით - 35:37 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში „ქუთაისი“ სრულ უპირატესობას დაეუფლა და დიდი ანგარიშით, 81:65 შეძლო მეტოქის დამარცხება. წაგების მიუხედავად, „სოხუმმა“ მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, თანაც უახლოეს მდევარ „ბათუმს“ 1 ქულით უსწრებს. სოხუმელთათვის ეს ზედიზედ მესამე წაგებაა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა ქუთაისელთა უკანახაზელმა გიორგი ცინცაძემ დააგროვა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ორმაგი დუბლი სტუმართა მძიმე ფორვარდმა ბექა ბექაურმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა და 11 მოხსნაა. მასპინძელთა შორის 16 ქულით ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ცენტრალური თავდამსხმელი ალექსანდრ ტიშენკო იყო.

ამჟამად მიმდინარეობს „მგზავრებისა“ და „კაკტუსის“ შეხვედრა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 65:81 (14:16, 21:21, 13:24, 17:20)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112921