ფეხბურთი

17:35 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის გზაზე: ხორვატია ახლოსაა, იტალია და ესპანეთი ერთმანეთს არ სცილდებიან (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გუშინ სამ ჯგუფში გიმართა მატჩები და გამოიკვეთთენ ის ნაკრებები, რომლებიც დამდეგი წლის ზაფხულში მუნდიალზე ითამაშებენ.

G ჯგუფი

ხიხონში, ჯგუფის ლიდერმა ესპანეთის ნაკრებმა დაგეგმილი და მარტივი გამარჯვება იზეიმა. იულიან ლოპეტეგის შეგირდებს ისრაელის ნაკრებთან პრობლემები არ შექმნიათ და შეხვედრის პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც დავიდ სილვამ და ვიტოლომ “ფუირა როხა” ორბურთიანი სხვაობით დააწინაურეს. მეორე ნახევარში პირინელებმა ჩვეულ სტილში განაგრძეს თამაში და მშვიდად მოიგეს. ერთადერთი რაც ებრაელებმა შეძლეს, რაფაელოვის პრესტიჟის გოლი იყო.

ესპანეთის ნაკრებს კუდში მისდევს იტალიის ნაკრები – “სკუადრა აძურამ” ამჯერად შინ ითამაშა და ალბანეთს აჯობა. პალერმოში, “რენცო ბარბერაზე” აპენინელემა დანიელე დე როსისა და ჩირო იმმობილეს გოლებით გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ჯამპიერო ვენტურას ცვლილება არ გაუკეთებია და ასეთი რამ იტალიის ნაკრებში ბოლოს 1990 წელს მომხდარიყო. აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტიც: ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში მეათასე შეხვედრა ჩაატარა.

ამავე ჯგუფის მესამე მატჩში ერთმანეთს აუსტაიდერები დაუპირისპირდნენ – მაკედონიამ როგორც მოსალოდნელი იყო ლიხტენშტეინს აჯობა სტუმრად – 3:0. ქვეჯგუფს ესპანეთი და იტალია ლიდერობენ 13-13 ქულით და სწორედ მათ შორის გათამაშდება პირველი ადგილი. დიდწილად ყველაფერს 2 სექტემბერს, ესპანეთში გასამართი მატჩი გადაწყვეტს.

იტალია – ალბანეთი 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 დე როსი (12, პენ), 2:0 იმმობილე (71)

ესპანეთი – ისრაელი 4:1 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 სილვა (13), 2:0 ვიტოლო (45), 3:0 დიეგო კოშტა (51), 3:1 რაფაელოვი (76), 4:1 ისკო (88)

ლიხტენშეინი – მაკედონია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ნიკოლოვი (43), 0:2 ნესტოროვსკი (68), 0:3 ნესტოროვსკი (73)

1. ესპანეთი 5 4 1 0 19:2 13
2. იტალია 5 4 1 0 13:4 13
3. ისრაელი 5 3 0 2 9:9 9
4. ალბანეთი 5 2 0 3 4:8 6
5. მაკედონია 5 1 0 4 7:11 3
6. ლიხტენშტეინი 5 0 0 5 1:19 0

მომდევნო ტური – 11 ივნისი

მაკედონია – ესპანეთი

ისრაელი – ალბანეთი

იტალია – ლიხტენშტეინი

I ჯგუფი

I ჯგუფში ხორვატიის ნაკრები ლიდერობს და წესით ანტე ჩაჩიჩის შეგირდებს არ უნდა გაუჭირდეთ პოზიციის შენარჩუნება. ხორვატებმა ამჯერად მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს ზაგრებში უკრაინის ნაკრებთან. მატჩის ბედი ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდის, ნიკოლა კალინიჩის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

მეორე ადგილს ინარჩუნებს ევრო 2016-ის აღმოჩენა ისლანდა – კუნძულელებმა კოსოვოში მოიპოვეს მორიგი სამი ქულა სიგურდასონისა და სიგურდსონის გოლებით.

რუსეთში გამგავზრების იმედს იტოვებს თურქეთის ნაკრებიც – ჩვენმა მეზობლებმა ანტალიაში ფინეთის ნაკრებ ჯენკ ტოსუნის დასაწყისშივე გატანილი ორი გოლით დამაჯერებლად აჯობეს – 2:0.

ქვეჯგუფს ხორვატია ლიდერობს, მეორეზე ისლანდიაა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის ნაკრებთა ჩამოწერაც არ ივარგებს. მოკლედ, ამ ჯგუფში ძალზე დაძაბული და საინტერესო თამაშები გველის, რადგან გარკვეული არაფერია და თანაც საკმაოდ თანაბარი ძალის ნაკრებები არიან ერთად თავმოყრილნი.

თურქეთი – ფინეთი 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ჯენკ ტოსუნი (9), 2:0 ჯენკ ტოსუნი (13)

ხორვატია – უკრაინა 1:0 (1:0)VIDEO

გოლი: 1:0 კალინიჩი (38)

კოსოვო – ისლანდია 1:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 სიგურდასონი (25), 0:2 სიგურდსონი (35, პენ), 1:2 ნიუ (52)

1. ხორვატია 5 4 1 0 11:1 13
2. ისლანდია 5 3 1 1 8:6 10
3. უკრაინა 5 2 2 1 7:4 8
4. თურქეთი 5 2 2 1 7:5 8
5. ფინეთი 5 0 1 4 3:8 1
6. კოსოვო 5 0 1 4 2:14 1

მომდევნო ტური – 11 ივნისი

ფინეთი – უკრაინა

ისლანდია – ხორვატია

კოსოვო – თურქეთი

D ჯგუფი

ეს, ის ჯგუფია, სადაც საქართველოს ნაკრების ასპარეზობს. ხუთი ტურის შემდეგ კი, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მუნდიალის საგზურთან ყველაზე ახლოს სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებები არიან. უშანსოდ არც ავსტრიისა და უელსის ნაკრებები არიან.

საქართველოსა და სერბეთის მატჩის ყველამ კარგად ვიცით, რაც შეეხება დანარჩენ ორ მატჩს – დუბლინში, ირლანდიამ და უელსმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და უგოლოდ გაიყარნენ.

ავსტრიის ნაკრებს კი, ვენაში, ძალიან გაუჭირდა აუტსაიდერი მოლდოვას ძლევა – მასპინძლებმა მეტოქის კარის აღება მხოლოდ ბოლო 15 წუთში მოაეხრხეს და საბოლოოდ, 2:0 იმარჯვეს.

ირლანდია – უელსი 0:0 (0:0) VIDEO

საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1) VIDEO

გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45, პენ), 1:2 მიტროვიჩი (65), 1:3 გაჩინოვიჩი (86)

ავსტრია – მოლდოვა 2:0 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 ზაბიცერი (75), 2:0 ილსანკერი (88)

1. სერბეთი 5 3 2 0 12:6 11
2. ირლანდია 5 3 2 0 7:3 11
3. უელსი 5 1 4 0 8:4 7
4. ავსტრია 5 2 1 2 8:7 7
5. საქართველო 5 0 2 3 4:8 2
6. მოლდოვა 5 0 1 4 2:13 1

მომდევნო ტური – 11 ივნისი

ირლანდია – ავსტრია

მოლდოვა – საქართველო

სერბეთი - უელსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.409575