ფეხბურთი

16:37 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველოსა და ისლანდიის დრამატული სპარინგი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ისლანდიის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. მეტიც, გია გეგუჩაძის გუნდი თითქოს უიმედოდ მარცხდებოდა და ახლოსაც იყო წაგებასთან, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთები მართლაც დრამატული გამოგდა.

თავად განსაჯეთ, 87-ე წუთამდე ისლანდია 4:2 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ქართველებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. ჯერ იყო და, ლუკა იმანძემ მცველებისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გიორგი ზარიამ 35 მეტრიდან გაისროლა და გაათანაბრა. სხვათა შორის, საქართველოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე მიქელთაძემ ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

რაც შეეხება იქამდე განვითარებულ მოვლენებს: ისლანდია ორჯერ იგებდა, თუმცა ლუკა ზარანდიამ და ირაკლი ბიძინაშვილმა პირველ ნახევარ საათში შეძლეს გათანაბრება. აი, მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი კი, გეგუჩაძის შეგირდებამ ჩააგდეს და 68-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩნენ. თუმცა, მატჩის კულმინაციისა და ბოლო წუთების შესახებ უკვე გიამბეთ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს სამი დღის წინაც დაუპირისპირდნენ და მაშინ გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს 3:1 აჯობა.

საქართველო (U21) – ისლანდია(U21) 4:4 (2:2)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: კუპატაძე, ახალაძე (ართმელიძე 72), მარგველაშვილი (გიორგაძე 72), ჭიჭინაძე, ხარაიშვილი (მაჭარაშვილი 68), ზარანდია (კიკნაძე 68), ბერიძე (მიქელთაძე 61), შუალაია (ჩაჩუა 72), ბიძინაშვილი (ალთუნაშვილი 61), მამუჩაშვილი (ზარია 61), ჭანტურია (იმნაძე 61)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ისლანდია: ბლაენგსონი, სამსტედი (ჰ. გუნარსონი 66), ჰ. გუდმუნსონი (სტეფანსონი 76), ანდერსონი (ლეიფსონი 76), სიგურდსონი (კონრადსონი 76), ეინარსონი (მაგნუსონი 46), ა. გუდმუნსონი, ი. ტორსტეინსონი (ინგასონი 66), კრისტონსონი, იონასონი (გ. გუნარსონი 46), რაგნარსონი (ს. ტორსტეინსონი 76)

მწვრთნელი: ეიოლფურ სვერისონი

გოლები: 0:1 რაგნარსონი (15), 1:1 ზარანდია (17), 1:2 რაგნარსონი (20), 2:2 ბიძინაშვილი (29), 2:3 სამსტედი (51), 2:4 ანდერსონი (68), 3:4 იმნაძე (87), 4:4 ზარია (90)

გაფრთხილება: ანდერსონი (22), გუნარსონი (75), მაგნუსონი (83)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.112332