სხვა

15:45 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის!
გულშემატკივრებისა და სასპორტო მედიასაშუალებების საყურადღებოდ!

25 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები გაივლის შეკრებას ქ.ბათუმში არსებულ სტანდარტული ზომის ყინულის მოედანზე. გამოძახებულია ნაკრების 20 წევრი. ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის ბორის კოჩკინი. 8 აპრილს ეროვნული ნაკრები გაფრინდება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში 2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მონაწილეობის მისაღებად.

შეკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

პრესცენტრი: +995 555 48 20 38

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131637