ფეხბურთი

23:32 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მომენტებს მოედანზე მე ვერ გამოვიყენებ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან წაგებული მატჩი (1:3) შეაფასა და განაცხადა, რომ დღეს მისი გუნდიდან მხოლოდ ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა მაღალ დონეზე. შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღება წარმოუდგენელი გახლდათ ასეთ სიტუაციაშიო.

ვაისმა იქვე თავის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია.

“სამწუხაროდ ისტორია მეორდება – ვერ ვიყენებთ ხელსაყრელ მომენტებს, ვუშვებთ ინდივიდუალურ შეცდომებს. მეორე ტაიმში კი, სერბეთმა კლასი გამოავლინა. სულ კარში სამჯერ დაარტყეს და სამჯერვე გოლი გაიტანეს. რამდენიმე მოთამაშემ ვერ ითამაშა სათანადო დონეზე. ვფიქრობ, მხოლოდ 6 ფეხბურთელმა ითამაშა ისეთ დონეზე, როგორც შეუძლია. ასე კი, შეუძლებელია წარმატების მიღწევა და თამაშის მოგება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე – ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის გადასწყვეტია. ასეთია ფეხბურთი, მთავარი მწვრთნელის ბედს განსაზღვრას შედეგი და მას აფასებს ფედერაცია, გულშემატკივარი, ხალხი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გარდამტეხი მომენტი იყო პირველ ტაიმში, როდესაც კაკაბაძე შეცდა და პენალტი დაგვიდეს. ჩემი აზრით, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხა ამ ეპიზოდმა. მეორე ტაიმში კი, ორი ბავშვური შეცდომა დავუშვით და სერბეთის ნაკრებმა არ გვაპატია ეს ყველაფერი. რაც შეეხება არაბიძეს – გიგი ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა, ნიჭიერი ფეხბურთელია და მინდოდა შანსი მიმეცა.

მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც შეეცდება მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება. ყოველთვის შედეგებზე პასუხიმგებლობას ვიღებ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე ვერ გამოვიყენებ საგოლე მომენტებს მოედანზე და ავირიდებ თავიდან შეცდომებს. გარდა ამისა, რაც აქ ვარ, ვერცერთ თამაშზე ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ და დღესაც სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა”, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან 1:3 დამარცხდა და ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ ორი ქულით კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11775