ფეხბურთი

21:52 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი ფრე პირველი ტაიმის მერე

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩის პირველი ტაიმის მერე ანგარიში თანაბარია – 1:1. არადა, ახლოს იყო ვლადიმირ ვაისის გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გასულიყო, მაგრამ ბოლო წუთების სინდრომმა ისევ თავი იჩინა.

44-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ საკუთარ საჯარიმოში კოსტიჩი წააქცია, ხოლო დანიშნული პენალტი გოლად დუშან ტადიჩმა აქცია. იქამდე, მოედანზე ყველაფერი ქართველთა სასიკეთოდ ხდებოდა – მეხუთე წუთზე ნიკა კაჭარავამ კარგი ალღო გამოავლინა, ალექსანდრ კოლაროვის გადაცემა ჩაჭრა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა (VIDEO). ამის მერეც ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე გოლი უნდა გაეტანა. ვაკო ყაზაიშვილი ორჯერ დარჩა მეკარე სტოიკოვჩთან პირისპირ – ჯერ კიპერმა აუღო, მერე კი, კაჭარავას დიდებული პასით დარჩა ერთ-ერთზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა შორეულ ძელს. გულდასაწყვეტია, რომ ყაზაიშვილს ჯანო ანანიძე ეხსნებოდა ცარიელი კარის წინ, მაგრამ “ლეგიას” შემტევმა პასი არ მისცა – ან ვერ დაინახა, ან უბრალოდ გოლის გატანის სურვილმა გადასძალა...

ასე იყო თუ ისე, ტაიმის ბოლო წუთზე მომხდარზე უკვე ვთქვით და ანგარიში საყაიმოა. წინ კი, მეორე ტაიმია.

საქართველო (4-3-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი, კაჭარავა, ანანიძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სერბეთი (3-4-1-2): სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, კოლაროვი; რუკავინა, მილოევიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი; ტადიჩი; კოსტიჩი, მიტროვიჩი

მწვრთნელი: სლავოლიბ მუსლინი

გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (44, პენ)

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

0.111104