ფეხბურთი

17:45 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის სავარაუდო თერთმეტეული

დიდი ალბათობით, სერბეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს. ამის შეხახებ სერბული პრესა წერს გუშინდელ ვარჯიშზე ორკარადან გამომდინარე. მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინს რამდენიმე პოზიციაზე საკმაო არჩევანი აქვს და დილემის წინაშე ყოფილა: მაგალითად, მეკარის პოზიციაზე რაიკოვიჩი და სტოიკოვიჩი ჰყავს.

სერბულმა Sportske-მ და Blic-მაც ერთნაირი თერთმეტეული დაწერეს: კარში სტოიკოვიჩი, მცველები მარჯვნიდან მარცხნივ - ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, კოლაროვი; ფლანგებზე რუკავინა (მარჯვნივ) და ობრადოვიჩი (მარცხნივ), საყრდენებად მატიჩი და მილოვოევიჩი, ცენტრფორვარდად მიტროვიჩი, ხოლო მის უკან, შემტევ ნახევარმცველებად - კოსტიჩი და ტადიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117771