სხვა

18:45 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუმოისტების 2 ოქრო და 2 ბრინჯაო აზერბაიჯანის ღია პირველობიდან

21 მარტს ბაქოში ჩატარდა აზერბაიჯანის ღია პირველობა, მსოფლიოს თასის ტური სუმოისტებს შორის. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში გადახალისებული შემადგენლობით გამვიდა და 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბაქოში ჩემპიონობა მოიპოვეს ლაშა მეშვილდიშვილმა (115 კგ) და ლაშა ჯელაძემ (აბსოლუტური), ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ - გიორგი ნაცვლიშვილი (100 კგ) და ავთანდილ ცერცვაძე (აბსოლუტური). საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო დასკვნითი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც თბილისში 22-23 აპრილს გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117843