ფეხბურთი

14:15 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგი ფიფია "საბურთალოში" ჩაირიცხა

32 წლის თავდამსხმელი გოგი ფიფია "საბურთალოში" ჩაირიცხა. ამის შესახებ "საბურთალოს" პრესსამსახური იუწყება. ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან წლის ბოლომდე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ახალწვეული რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ფიფია ბოლოს "ნორჩ დინამოში" გახლდათ, მანამდე კი "ზუგდიდში", მარტვილის "მერანში", ქუთაისის "ტორპედოში", ბათუმის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და "ზესტაფონში" უთამაშია. სწორედ იმერულ კლუბში გახდა ქვეყნის ჩემპიონი 2010-2011 წლების სეზონში. მანამდე კი 2007-2008 წლებში ასევე "ზესტაფონის" შემადგენლობაში საქართველოს თასს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112001