ფეხბურთი

14:30 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი მანჩესტერში მიდის

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ანტუან გრიზმანი ზაფხულიდან კარიერას დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. Manchester Evening News-ი ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ესპანური კლუბი გრიზმანის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს.

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფრანგი ფორვარდის გადაბირება რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა პრიორიტეტულ ამოცანად და გამოცემის ცნობით, პორტუგალიელმა მიზანს მიაღწია.

ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წელს “რეალ სოსიედადიდან” გადავიდა და მადრიდელთა მაისურით დღემდე ჩატარებულ 147 მატჩში 79 გოლი გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111288