თამაშგარე

13:15 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მელანია ტრამპი სპორტით დაინტერესდა

ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი ცნობილ ქალთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც დიდი სპორტული ცხოვრებით არასოდეს გამოირჩევიან და მათთვის სხვადასხვა სახის წვეულებებზე კეკლუცობა უფრო საამოა, ვიდრე სპორტულ დარბაზში ოფლისღვრა.

თუმცა, პოლიტიკური გარემო ყოველთვის თავისას შვრება და მას შემდეგ, რაც მისის ტრამპი ამერიკის პირველი ლედი გახდა, უცებ, “ჰოი, საოცრებავ!”, სპორტისა და სპორტული ცხოვრების პროპაგანდას მიჰყო ხელი და ამ რამდენიმე დღის წინ ისიც კი განაცხადა, რომ სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ისე, კაცმა რომ თქვას, მართლაც დიდებული და საამო სანახავი იქნება სხეულზე კოხტად მორგებულ სპორტულ ამუნიციაში გამოწყბილი და კუნთების გამკაჟებელი ქალბატონი მელანია, მაგრამ ერთია ჩვენ რა გვინდა, მეორე კი ისაა, თეთრ სახლში როგორი გუნებისა და ყაიდის ქალბატონი წამოდრანგულა.

0.155967