კალათბურთი

23:50 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასპროცენტიანი აკაკი

დაიწყო კალათბურთში რუსეთის სუპერლიგა I-ს ფლეი-ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერია.

ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს სუპერლიგა I-ს გამარჯვებულ ბ.კ. ,,ნოვოსიბირსკის’’ თამაში იწვევს, სადაც ქართველი კალათბურთელი, მძიმე ფორვარდი აკაკი დვალიშვილი თამაშობს.

მეოთხედფინალურ სერიაში ბ.კ. ,,ნოვოსიბირსკის’’ მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის მერვეადგილოსანი ,,კუპოლ როდნიკია’’. სერიის პირველ შეხვედრაში, რომელიც ნოვოსიბირსკში ჩატარდა აშკარა იყო მასპინძელთა უპირატესობა, რომლებმაც მეტოქე დიდი ანგარიშით 97:52 დაამარცხეს. შესანიშნავად ითამაშა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 16 წუთსა და 25 წამში ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა. დვალიშვილმა ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა - ოთხიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო.

ამ გუნდების მეორე შეხვედრას ისევ ნოვოსიბირსკი უმასპინძლებს, რომელიც ხვალ, 24 მარტს ჩატარდება. სერია სამ მოგებამდე გრძელდება.

0.112576