ფეხბურთი

17:20 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “ახლა ექსპერიმენტების დრო არ მაქვს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მოახლოებული შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნული თამაშის შესახებ ისაუბრა.

“მიმდინარე შესარჩევ ტურნირში გამარჯვება ჯერ არ გვაქვს მოპოვებული – მართალია თამაშის ხარისხით მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ საწუხაროდ, შედეგი ანალოგიური არ გვქონდა. განწყობა გუნდში კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ოქრიაშვილი, მჭედლიძე და დაუშვილი გვაკლია.

ფარცვანია და მერებაშვილი – ორივე ფეხბურთელს ვადევნებ თვალს. ფარცვანიას მას შემდეგ უფრო დავაკვირდები, რაც ქართულ პასპორტს მიიღებს. რაც შეეხება მერებაშვილს – ამ ეტაპზე ექსპერიმენტების დრო არ მქონდა. მე ვენდობი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდშია და რომლებიც აქამდე გამოვცადე ამხანაგურ მატჩებში.

მჭედლიძისა და ოქრიაშვილის ტრავმების გამო საჭირო გახდა ცვლილებები. ამიტომ გამოვიძახეთ ლობჟანიძე და დვალიშვილი. ჩვენ ვმუშაობთ ორ სქემაზე: ძველ ტაქტიკაზე და ასევე 3-4-3-ზე. რაც შეეხება ტუღუშისა და შერგელაშვილის არგამოძახებას, ამ ეტაპზე ძალიან მომეწონა ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე და რეხვიაშვილი და ორივე ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული.

რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ გვქონდეს გეგმა ბ-ე. გვაკლია სამი წამყვანი ფეხბურთელი და მათი ჩანაცვლებაც აუცილებელი. იქნება. გამოვიძახე ახალგაზრდა გიორგი არაბიძე, რომელმაც შეიძლება სერბეთთან ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში, ლატვიასთან აუცილებლად მიეცემა შანსი. მოედანზე გავა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მზად იქნება, რომ ბოლომდე იბრძოლოს გამარჯვებისთვის”, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩი 24 მარტს, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16856