ფეხბურთი

15:16 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ: “სასიამოვნოა, “ბარსელონა” ჩემით რომ ინტერესდება”

“მილანის” ახალგაზრდა თავდამსხმელით “ბარსელონა” დაინტერესდა. როგორც ჯერარდ დეულოფეუ აცხადებს, ის კმაყოფილია “როსონერიში” თამაშით, მაგრამ სასიამოვნოა, მშობლიური კლუბის დაინტერესებას რომ ვიწვევო.

“რა მოხდება ზაფხულში? ამას ვერ ვიტყვი, მე “ევერტონიდან” იჯარით გადმოვედი, “ბარსელონას” კი ჩემი გამოსყიდვა შეუძლია. მადლობელი ვარ “მილანის” და ვინჩენცო მონტელასი, რადგან მან მე ნდობა გამომიცხადა და იმედია ასე გაგრძელდება. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, თუმცა სასიამოვნოა, როდესაც ჩემით “ბარსელონა” კვლავ ინტერესდება. ბევრი რამ მაკლდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. იმედია, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში მომეცემა თამაშის შესაძლებლობა,” – თქვა დეულოფეუმ, რომელიც “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ესპანელი ფეხბურთელი “მილანში” 2016-2017 წლის სეზონში გადავიდა და 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

0.117641