ფეხბურთი

13:00 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ლატვიის ამხანაგური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ლატვიის ამხანაგური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 23 მარტს, დინამო არენას სალაროებში დაიწყო. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია. ბილეთები დანომვრასა და კატეგორიზაციას არ ექვემდებარება. ამხანაგური შეხვედრა 28 მარტს, 18:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის ონლაინ-რეჟიმში ყიდვის შემთხვევაში, გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის: საქართველო - სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 13 მარტიდან მიმდინარეობს. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128867