თამაშგარე

11:43 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრა ამბროზიოს გული ატკინეს

შემაშფოთებლად ლამაზი და მომხიბვლელი ბრაზილიელი მოდელი, ალესანდრა ამბროზიო იმდენად გააბრაზა და გაანაწყენა თანამემამულე ბულვარული მედიის მიერ მასზე გავრცელებულმა ჭორებმა, რომ საჯაროდ დაიფიცა: მათთან გულახდილად აღარასოდეს ვისაუბრებ და “ყვითელი მედია” ჩემი კეთილგანწყობის ღირსი აღარ არისო.

საქმე ისაა, რომ მშვენიერი ალესანდრას სარეცელამდე მისასვლელი გზა რამდენიმე ჟურნალმა, ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს, რიკარდო კაკას დაუკავშირა და ეს ჭორები იქამდეც კი მივიდა რომ მავანმა მტკიცება დაიწყო, ამბროზიოს ქალს რიკარდოსთან გაგანია რომანი აქვს გაჩაღებულიო.

რთული სათქმელია რამდენად დაიცავს ალესანდა ამბროზიო დადებულ პირობას და რამდენ ხანს გაგრძელდება მედიასთან მისი გულისწრომა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – მედიასთან დაპირისპირებით (თუნდაც სამართლიანი გულისწყრომა იყოს ამის მიზეზი) როგორც წესი ვერავინ ხეირობს. საეჭვოა სენიორიტა ალესანდრამ ეს რომ არ იცოდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110724