ფეხბურთი

10:46 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური მატჩის მზადების ფარგლებში, 22 მარტს "დინამო არენაზე" ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელების გადაწყვეტილებით ოთარ კიტეიშვილმა ისლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ კი ისლანდიასთან პირველი გოლის ავტორი - ოთარ კიტეიშვილი კვლავ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. აკრედიტებულ მედია საშუალებებს ვარჯიშის გადაღების საშუალება საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.


23 მარტის განრიგი

17.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი"

18.00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)

20:15 სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - "დინამო არენას" მედია ცენტრი

21.00 სერბეთის ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით).

საქართველოსა და სერბეთის საფეხბურთო დაპირისპირება, 24 მარტს "დინამო არენაზე" 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმში TKT.Ge-ზე და "დინამო არენას" სალაროებში შეგიძლიათ.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109145