ისტორია

8:55 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

23 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968 - დაიბადა ფერნანდო იერო. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. იყო გუნდის კაპიტანი. “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 1998, 2000 და 2002 წლებში გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. 1998 და 2002 წლებში მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი. ფლობდა ესპანეთის “სამეფო თასს” და 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასს. ფერნანდო იერო ასპარეზობდა ინგლისურ “ბოლტონ უონდერერზში” და აქტიური სპორტული კარიერა 2005 წლის 15 მაისს დაასრულა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა 1994, 1998, 2002 წლების მსოფლიოსა და 1996, 2000 წლების ევროპის პირველობებზე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 545 შეხვედრა, გაიტანა 108 გოლი. ამჟამად ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის გენერალური მდივანია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1889 - ინგლისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “შეფილდ იუნაიტედი”. იგი 1892 წელს იყო ინგლისის საფეხბურთო მეორე დივიზიონის მეორე დამფუძნებელი.

1891 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ფინალური მატჩის მსვლელობისას, კარებზე პირველად დაამონტაჟეს ბადეები.

1947 - შოტლანდიური “დანდის” ფორვარდმა ალბერტ ჯულიენსენმა ქვეყნის მეორე დივიზიონის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის მსვლელობისას “დანფერმლაინს” შვიდი გოლი გაუტანა.

1952 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსის” ფორვარდმა, ბილ მოსიენკომ NHL-ის რეკორდი დაამაყარა: მან 21 წამის განმავლობაში 3 შაიბა გაიტანა. იმ შეხვედრაში საფინალო სირენამდე 14 წუთით ადრე, “ნიუ იორკ რეინჯერსი” 6:2 იგებდა, მაგრამ მოსიენკოს მცდელობის შედეგად, საბოლოოდ “ჩიკაგომ” 7:6 წააგო.

1979 - ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ოსვალდო ოკასიო მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991 - უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ დარბაზში სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6,12 მ).

1994 - ბრიტანელმა ველოსიპედისტმა გრემ ო’ბრიმ 10 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (11:28).

1994 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობების მატჩებში 802-ე შაიბა გაიტანა და ამ მაჩვენებლით გორდი ჰოუს გაასწრო.

1997 - ჰოლანდიის პატარა ქალაქ ბევერვეიკის მახლობლად ამსტერდამის “აიაქსისა” და როტერდამის “ფეიენოორდის” გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელსაც ერთ-ერთი ქომაგის სიკვდილი მოჰყვა.

2005 - “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იტალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს.

2006 - ესპანური საფეხბურთო კლუბის, “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გონსალო არკონადა გადააყენეს. იგი გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარი ბაკერომ შეცვალა.

2008 - ფორმულა1-ის მალაიზიის გრანპრი ფინელმა კიმი რაიკონენმა მოიგო, მეორზე ავსტრიელი ღობერტ კუბიცა გავიდა, მესამეზე – ფინელი ჰეიკი კოვალაინენი.

2013 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გურამ ფერსელიძემ (120 კგ წონითი კატეგორია).

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრის დასკვნით დღეს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოსმედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 90 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად გოგოჭური და მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ავიდნენ. ოქროსმედლებთან ერთად მათ 300-300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ასევე მძიმეწონოსანმალევანმატიაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა და 120 ქულა გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით და გუნდურიპირველიადგილით დაასრულა.

ამ დღეს დაიბადნენ

1912 - ალფრედ შვარცმანი. გერმანელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1913 - შოთა შავგულიძე. თბილისის “დინამოს” მცველი. იყო გუნდის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებების კაპიტანი. 1939 და 1940 წელს საკავშირო პირველობათა ვერცხლის, 1937-ში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი (1936, 1937). გარდაიცვალა 1963 წელს.

1925 - კიის დე რეუტერი. ჰოლანდიელი ბილიარდისტი. ევროპის ჩემპიონი.

1929 - რაფაელ ჩიმიშკიანი. ძალოსნობაში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (60 კგ წონითი კატეგორია). აჭიმვა _ 97,5 კგ, ატაცი _ 105,0 კგ, აკვრა _ 135 კგ. სამჭიდის ჯამში _ 337,5 კგ (მსოფლიოს რეკორდი). ჩიმიშკიანი 1954 და 1955 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 1950, 1954, 1955, 1956, 1957 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა. რაფაელ ჩიმიშკიანი ორჯერ მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთხელ კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედალს დაეუფლა. 1949, 1951, 1954, 1955, 1960 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ჩიმიშკიანი მსოფლიოს თერთმეტი რეკორდი ავტორია. მათ შორისაა ხუთი _ სამჭიდში. რაფაელ ჩიმიშკიანი ღირსების ორდენის კავალერია.

1931 - ევგენი გრიშინი. საბჭოთა მოციგურავე. 1956 და 1960 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 500 და 1500 მეტრზე რბენაში. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 500 მეტრზე რბენაში დაიმსახურა ვერცხლის მედალი.

1931 - ვიკტორ კორჩნოი. ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატი. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის სახელით, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კი შვეიცარიაში გადასახლდა. სამჯერ ითამაშა მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისღვის და სამივეჯერ ანატოლი კარპოვთან დამარცხდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოსვლისას ექვსჯერ გახდა საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონი. 2006 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი ასაკოვან მოჭადრაკეებს შორის.

1936 - ჟელკო პერუშიჩი. 1959-64 წლებში გამოდიოდა იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრებში. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის 1964 წლის ვიცე-ჩემპიონი.

1939 - ტერენს პეინი. 1950-70-იანი წლების ინგლისელი ჰავბეკი. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის უპირველეს ლიგაში 800 მატჩი ჩაატარა.

1943 - გეილ გუდრიჩი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 1971-1972 წლების სეზონში გამოდიოდა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში,” როდესაც კალიფორნიელებმა რეგულარული პირველობის 33 მატჩი ზედიზედ მოიგეს. გუდრიჩის 25 ნომრიანი მაისური “ლეიკერსიდან” წასვლის შემდეგ, ამ გუნდის არც ერთ მოთამაშეს არ ჩაუცვამს. გუდრიჩი შეყვანილია საკალათბურთო “დიდების დარბაზში”.

1952 - ტეოფილო სტივენსონი. ლეგენდარული კუბელი მოკრივე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976, 1980). სტივენსონს პროფესიონალურ რინგზეც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თეოფილომ მოყვარულთა შორის დარჩენა კარიერის დასრულებამდე გადაწყვიტა.

1954 - მოზეს მელოუნი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობდა 19 წლის განმავლობაში (გამოდიოდა “ატლანტა ჰოუქსში,” “მილუოკი ბაქზსა” და “ფილადელფია სიქსერზში”) და მრავალი რეკორდის ავტორიცაა (მოხსნათა შორის მელოუნის საუკეთესო მაჩვენებელი 13-ს უტოლდება). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩებში მოპოვებული აქვს 27 409 ქულა. შეყვანილია NBA-ის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის და “დიდების დარბაზში”.

1962 - სტივ რედგრეივი. ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე მან მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიგო და სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა მოგვიანებით რედგრეივმა “სიტყვა გატეხა” და მეხუთედ დაისაკუთრა ოლიმპიური ოქრო. ეს 2000 წელს სიდნეიში მოხდა. თანაც დიაბეტის გამო მას ექიმები ოლიმპიურ სტარტზე გასვლას უკრძალავდნენ.

1963 - მიჩელი. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. ორჯერ მოიპოვა უეფას თასი, 1986 წელს კი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1963 - ხუან რამონ ლოპეს კარო. ესპანელი საფეხბურთო სპეციალისტი. წვრთნიდა მადრიდის “რეალს”, ვიგოს “სელტას”.

1968 - ფერნანდო იერო. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. იყო გუნდის კაპიტანი. “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 1998, 2000 და 2002 წლებში გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. 1998 და 2002 წლებში მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი. ფლობდა ესპანეთის “სამეფო თასს” და 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასს. ფერნანდო იერო ასპარეზობდა ინგლისურ “ბოლტონ უონდერერზში” და აქტიური სპორტული კარიერა 2005 წლის 15 მაისს დაასრულა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა 1994, 1998, 2002 წლების მსოფლიოსა და 1996, 2000 წლების ევროპის პირველობებზე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 545 შეხვედრა, გაიტანა 108 გოლი. ამჟამად ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის გენერალური მდივანია.

1972 - ჯო კალზაგე. უელსელი მოკრივე. ქვემძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. აქტიური კარიერა მიმდინარე წლის იანვარში დაუმარცხებლად შეწყვიტა – 46 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო (მათ შორის 32 ნოკაუტით).

1973 - ჯეისონ კიდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი (193 სმ). 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1973 - იერჟი დუდეკი. პოლონეთის ნაკრების, როტერდამის “ფეიენოორდის”, “ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” მეკარე. 2005 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა. მოგებული აქვს ჰოლანდიისა და ესპანეთის პირველობები, ესპანეთის სუპერთასი. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი.

1974 - გაისკა მენდიეტა. ბასკი ფეხბურთელი. ესპანეთის ნაკრების, “ვალენსიას,” “ლაციოს,” “ბარსელონას,” “მიდლსბროს” ნახევარმცველი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. 2004 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. მონაწილეობდა ევროპის 2000 და მსოფლიოს 2002 წლების ჩემპიონატებზე.

1978 - ვალტერ სამუელი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისის”, “ბოკა ხუნიორსის”, “რომას” (2000-04), მადრიდის “რეალის” (2004-05), “ინტერის” (2005 წლიდან), "ბაზელის" (2014 წლიდან) მცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ექვსჯერ მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

1979 - მისტა ჰაიმანი. ამერიკელი მოცურავე. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1981 - ჯუზეპე სკული. “ჯენოას” ფორვარდი. 2002-04 წლებში გამოდიოდა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში (ჩაატარა 25 მატჩი, გაიტანა 9 გოლი).

ამ დღეს გარდაიცვალა

1936 - ჯონ მაკენა. 1910 წლიდან სიკვდილამდე ინგლისის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12303