ფეხბურთი

22:50 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ახალი მფლობელი ეყოლება?

“ვალენსიას” ამჟამინდელ მეპატრონეს პიტერ ლიმს კლუბის გაყიდვა სურს – იუწყება გამოცემა 12minutos.Com.

სინგაპურელმა მილიარდელმა ვალენსიური კლუბი 2014 წელს შეიძინა და თავდაპირველად, კლუბის გასაძლიერებლად თანხებს არ ზოგავდა, თუმცა შემდგომ წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა დაიწყო, რასაც “ლოს ჩესთვის” ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა. გულშემატკივრები საყვარელი კლუბის წარუმატებლობაში სწორედ ლიმს ადანაშაულებენ და მის წასვლას რამდენიმე თვეა მოითხოვენ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ლიმს სურს, რომ “ვალენსია” ცნობილ ვალენსიელ ბიზნესმენს ხუან როიხს მიჰყიდოს, რომელიც უმსხვილესი სუპერმარკეტის “მერკადონას” მფლობელია.

ცნობისთვის, როიხი “ვალენსიას” საკალათბურთო გუნდს აფინანსებს.

0.110687