ფეხბურთი

19:34 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოს” ერთგულებას ჰპირდება

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოს” ერთგულებას ჰპირდება. 46 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა რადიო Metro951-ში განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდში დარჩენა და კლუბის ზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ პრიმერა დივიზიონში კონკურენცია “ბარსელონასა” და “რეალთან” უწევს.

“მინდა, რომ მომავალი სეზონი “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გავატარო. ჩემი ვიტამინი ფეხბურთელები არიან და აღფრთოვანებული ვარ ჩემი გუნდით. “ინტერზე” ვერაფერს გეტყვით, მათ ჰყავთ სტეფანო პიოლი,” – თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონემ “ატლეტიკო” 2011 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში მოახერხა ესპანეთის თასის მოგება. 2012-2013 წელს კი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2-ჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ორივეჯერ ბედის ირონიით მოსისხლე მტერთან “რეალთან” დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11927