თამაშგარე

15:38 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოკერის მოყვარული ნადალი

უცნობილესი ესპანელი მეჩოგნის, რაფაელ ნადალის მტერმაც და მოყვარემაც კარგად უწყის, რომ ვეტერან ჩოგბურთელს სხვა მრავალ “მუღამთან” ერთად, გამორჩეულად უყვარს პოკერის თამაში და კვირა ისე არ გავა, რომ თავისი ოფლითა და ჯაფით მოპოვებული შემოსავლის ნაწილი ბანქოში არ გააბნიოს.

რაფა ხშირად პოკერის ტურნირებშიც მონაწილეობს და უნდა ითქვას, რომ არცთუ ცუდი მოთამაშეა. ამასწინათ, პოკერის სათამაშოდ მონაკოშიც კი წაბრძანებულა და მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ვერ მოიგო, პოკერის მოყვარულები ამბობენ –ჭეშმარიტად ღირსეულად იასპარეზაო.

სხვათა შორის, ამ 3 წლის წინ, ლოს-ანჟელესში მოქმედმა ერთ-ერთმა ცნობილმა სამორინეების სახლთა ქსელმა, რაფაელ ნადალის ფოტო სარეკლამო ბილბორდებზეც კი განათავსა და ამაში პირინეელ მეჩოგნეს მთელი მილიონნახევარი დოლარი გადაუხადეს. ჰობში ასეთი ფულის შოვნას ეხუმრებით?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134802