ჩოგბურთი

20:25 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს რობრედოსთან მატჩით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთლი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ღია პირველობის პირველ წრეში ტომი რობრედოს დაუპირისპირდება. 34 წლის ესპანელი ამჟამად 438-ე ადგილზეა, თუმცა წლების წინ მაღალ დონეზე თამაშობდა და 2006 წლის 28 აგვისტოს კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მსოფლიოს მეხუთე ნომერი იყო. ბოლო პერიოდში ტომი კარგად ვეღარ ასპარეზობს, თუმცა ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.

ბასილაშვილს მაიამის მასტერზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაეწყო, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა კიდევ ერთმა ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ ტურნირზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად ორგანიზატორებმა ძირითად ბადეში თამაშის უფლება ქართველს მისცეს.

ქართველის და ესპანელის შეხვედრა 22 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა დრო შეიცვალოს. რობრედოს და ბასილაშვილს შორის გამარჯვებული მეორე წრეში მსოფლიოს 22-ე ჩოგანს, ამერიკელ სემ ქუერის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114427