ფეხბურთი

18:43 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძის პირველი შეკრება

23-26 მარტს პირველ შეკრებას ჩაატარებს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები. ეს ის გუნდია, რომელიც შემოდგომაზე მომავალ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.

მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ნაკრების კანდიდატთა სია შეარჩია და ვარჯიშების გარდა გუნდს პირველი ამხანაგური მატჩიც დაუგეგმა - 26 მარტს 18-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მაისურაძის ხელმძღვანელობით ეს 20 ფეხბურთელი მოემზადება:
გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ბექა დარცმელია (ყველა - დინამო თბილისი), ჯემალ ზარნაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე - ტორპედო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ივანე ძოძუაშვილი (დინამო სოხუმი), გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, სანდრო შეწირული, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლევან გრძელიძე (ყველა - ლოკომოტივი).

სფფ-ის პრესსამსახური

0.114451