კალათბურთი

12:56 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის სიმბოლურ ხუთულში

თორნიკე შენგელია გასული კვირის ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის 26-ე ტურში შენგელიას “ბასკონიამ” მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს 79:78 სძლია, შენგელია კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:30 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24-ს გაუტოლდა.

შენგელიას გარდა, ტურის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ: ჯეისონ გრეინჯერი (“ეფესი”, თურქეთი), კრის სინგლტონი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), ვლადიმირ მიკოვი (“გალათასარაი”, თურქეთი) და ბობი დიქსონი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი).

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110941