ფეხბურთი

12:05 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "რეალსა" და "ბარსელონას" არ გამორიცხავს

მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემტევი ანტუან გრიზმანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კარიერა მადრიდის “რეალში” ან კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელოს. ამის შესახებ ანტუანმა ფრანგულ მედიას უთხრა.

“რეალში” ან “ბარსელონაში? – რატომაც არა? ყველას ოცნებაა, რომ საუკეთესო გუნდებში ითამაშოს და ეს ორი კლუბი მათ შორისაა, ისევე როგორც “ბაიერნი” და ინგლისური გუნდები. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ზუსტად ვიცი, რომ სათამაშოდ ამერიკაში ან ჩინეთში არასდროს წავალ”, - განაცხადა გრიზმანმა L’Equipe-თან საუბრისას.

0.11967