ფეხბურთი

22:16 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიას ნაცვლად ჟალე

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს პოლ პოგბას შემდეგ “მანჩესტერ სიტის” მცველი ბაკარი სანიაც გამოაკლდა. “ქალაქელთა” დამცველი “ლივერპულთან” შეხვედრისას დაშავდა. იგი “სამფეროვანთა” შეკრებაზე სანია გამოცხადდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ ცხადჰყო, რომ იგი გუნდს ვეღარ დაეხმარებოდა.

დიდიე დეშამმა კი, მის ნაცვლად ნაკრებში ლიონის “ოლიმპიკის” მარჯვენა მცველი კრისტოფ ჟალე გამოიძა.

საფრანგეთის ნაკრები 25 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდგომ ესპანეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

0.111414