სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

20:42 | 20.03.2017 | ნანახია 1464 - ჯერ

საქართველო-სერბეთს გერმანელები იმსაჯებენ

24 მარტს საქართველო-სერბეთის მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი იქნება ფელიქს ცვაიერი.

35 წლის ცვაიერმა საერთაშორისო მატჩში ბოლოს 9 მარტს როსტოვში იმსაჯა: "როსტოვი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 1:1. სანაკრებო შეხვედრას ბოლოს 2016 წლის სექტემბერში გაუძღვა: კვიპროსი-ბელგია 0:3.

ცვაიერს არასოდეს უმსაჯია საქართველოს ნაკრების, ან თუნდაც ქართული გუნდების მატჩი.

ფელიქს ცვაიერის შარშანდელი ამბავი: "ლევერკუზენი" -"დორტმუნდის" თამაშის დროს მასპინძელთა მწვრთნელი როჯერ შმიდტი გააძევა, თუმცა შმიდტი ჯიუტად არ მოსცილდა სათადარიგოთა სკამს... ცვაიერი თანამსაჯებთან ერთად შევიდა გვირაბში - სანამ შმიდტი არ გავა, თამაშს არ გავაგრძელებო. საბოლოოდ, მწვრთნელი მაინც მოლბა და ცვაიერს "დაუჯერა". მატჩი 10 წუთით შეწყვეტილი იყო.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:53 | 21.03.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6586)

ეეჰ, მე აიტეკინი მინდოდა DDDDDDDDD
დვალიშვილს უთქვამს, გოლის გატანას ვერ შეგპირდებით, მაგრამ საჯარიმოში წაქცევა დავამუღამე იმის დეეე-ო DDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.140579