სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

19:54 | 20.03.2017 | ნანახია 2439 - ჯერ

დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში და შესაძლო ტრანსფერი “შახტარში”

ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის XXII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ფეხბურთელს კარგი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა Football.ua-მ დაუფასა.

“ალეკსანდრ ბაბიჩი კიევის “დინამოსთან” მატჩის მიმდინარეობისას ექსპერიმენტებს მიმართავდა და ამიტომაც, ხოჭოლავას ორ სხვადასხვა პოზიციაზე მოუწია თამაში – ცენტრალურ მცველად და საყრდენად.

მიუხედავად ამისა, მან უდიდესი სამუშაო შეასრულა მინდორზე და გარდა ამისა, გოლიც გაიტანა”, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გასულ უიქ-ენდზე “ჩერნომორეცი” “დინამოსთან” 1:2 დამარცხდა და ერთადერთი გოლი ოდესელთაგან სწორედ ხოჭოლავამ გაიტანა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის და კერძოდ, Ua.Tribuna.com-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში დონეცკის “შახტარის” მოთამაშე გახდება:

“შახტართან” ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია. რაც შეეხება ტრანსფერს, ჯერ “ჩერნომორეცთან” ხელშეკრულება მაკავშირებს და ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. კონტრაქტის გახანგრძლივება ოდესაშიც შემომთავაზეს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამთ. ვფიქრობ, მალე ამაზეც ვისაუბრებთ”, - ციტირებს გამოცემა ხოჭოლავას სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:56 | 20.03.2017
სავაშა__ (6267)

ზაფხულში კონტრაქტი დაუსრულდება და მინიმუმ ბელგიაში მაინც ექნება რამე ვარიანტი ძაან კაი მცველია და ევროპაში უნდა წავიდეს სასწრაფოდ.

20:57 | 20.03.2017
ogafa (5188)

ევროპა კი ჯობია მაგრამ ვინ გაუშვებს

20:12 | 20.03.2017
anti (465)

ევროპაში წადი რა კაცურად...

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.093447