სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

10:46 | 20.03.2017 | ნანახია 2540 - ჯერ

გიორგი შერმადინი - ესპანური ლიგის ტურის MVP სეზონში მეორედ (+VIDEO)

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, ესპანურ ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები უხვად თამაშობენ, მხოლოდ ქართველმა კალათურთლმა მოახერხა, ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გამხდარიყო.

გასულ, 25-ე ტურში შერმადინმა ესპანურ ლიგაში ქულებში საკუთარი რეკორდი გაიმეორა. „სარაგოსასთან“ 100:92 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 19 ცდიდან 18 სროლა ჩააგდო და 27 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. შედეგად, მისი სარგებლიანობის ინდექსი 41-ს გაუტოლდა და ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ.

შერმადინი დამსახურებულად აღიარეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ, რაც, როგორც გითხარით, მიმდინარე სეზონში მეორედ, მის კარიერაში კი მესამედ მოხდა. გიორგი შერმადინს კომენტარი ჩამოართა ესპანური ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა acb.com-მა:

“ძალიან გახარებული ვარ. მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს მალდობა გადავუხადო. მათ გარეშე ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდი. შაბათს ჩინებული მატჩი ჩავატარეთ და ეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. უდავოა, რომ ახლა ერთერთი საუკეთესო პერიოდი მიდგას. თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავიღო.მომავალ კვირას “ბარსელონას“ ვსტუმრობთ და ეს, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ახლა, მე-8 ადგილზე ვიმყოფებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საპლეიფო ზონაში დავრჩეთ. სეზონის MVP-ს ტიტული? ვერაფერს გეტყვით. ჩემი საქმე კალათბურთის თამაშია, შეფასება კი სხვებმა უნდა გააკეთონ. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პატივი მერგოს. დამაჯერებელ თამაშში ქომაგებიც ძალიან მეხმარებიან. როგორც გასულ ტურში, ასევე წინა საშინაო შეხვედრებში ისინი შეუდარებელნი იყვნენ”.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:15 | 21.03.2017
bbbbbb (2031)

მემგონი დროა უკვე მარგველაშვილმა ყოჩაღის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვოს და ოფიციალურად "ყოჩაღ შერმადინი" გახდეს

18:48 | 20.03.2017
zura-mesi (5553)

მაგარი ხარ გიო, სტაბილურად კარგია მთელი სეზონის განმავლობაში.

15:14 | 20.03.2017
პანტელეიმონი (3285)

გიო ფანტასტიკური სეზონი გაქვს, ასე გააგრძელე ! ! !

12:56 | 20.03.2017
ani-barcelona (3491)

საქართველოს ნაკრებს ევროზე შეუძლია ნახევარფინალში გასვლა? ფრანცია ესპანეთი სერბეთი საბერძნეთი, კიდე რომელი ნაკრებია ჩვენზე ძლიერი ნუ ლიტვაც ალბათ

15:24 | 20.03.2017
sabonis (7124)

ნუ ყველამ თუ თავისი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, ალბათ არ გვაქ შანსი, მარა ვინ იცის ვის ვინ დააკლდება ან რა ფორმაში იქნება, მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მთავარაია ყველა ვინც გვჭირდევა წავიყვანოთ.

13:10 | 20.03.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

მაკედონია თუ გავიდა ერთი ტილიანი მაკკალებით, ვითომ ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ ?
თუმცა მართალი ხარ, ვერ შევძლებთ DDDDDDDDD

13:04 | 20.03.2017
federer (17) (12107)

ცენტრების მხრივ ერთერთი საუკეთესო გუნდი გვეყოლება
4 ნომერზეც არაგვიშავს, წელს მაინც ვერაა თოკო თავის ფორმის პიკში და არც ბურჯანაძე არაა ძველებირ ფორმაში
3 ნომერზე სანიკიძე დიდი ძალაა ნაკრებისთვის
2 ნმერზე მანუ დაგვიბერდა უკვე და დუდა ეპიზოდურად თამაშობ ხან კარგად ხან ცუდად
1 ნომერზეც შევსუსტდით ცინცაძე ის ცინცაძე აღარაა, მაგრამ დიქსონის იმედი უნდა ვიქონიოთ და რეზერვების თემაში დიდი არჩევანი არც არასდროს გვქონია და ახლაც მასეა, ის ხალხი უნდა წავიყვანოთ ვისაც გამოვიყენებთ რეალურად და არა სკამის გასათბობად

15:29 | 20.03.2017
sabonis (7124)

ბურჯანაძე არაა ძველებურ ფორმაში? თუ გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო, ნუ მეტი რომ გვინდა და შეუძლია კიდეც ამაში გეთანხმები..

15:13 | 20.03.2017
პანტელეიმონი (3285)

რეზერვში აუცილებლად უნდა იყოს მოაზრებული ბითაძე და მამუკელაშვილი.

13:05 | 20.03.2017
federer (17) (12107)

ცქიტიშვილს თუ დააბრუნებენ ახლაც არ ვიქნები წინააღმდეგიი

12:48 | 20.03.2017
BEERTRANCE (94528)

წელს მაგარი სეზონი აქვს და იმედია ევროპაზე დააგვირგვინებს.

12:19 | 20.03.2017
sabonis (7124)

კარგია, მინდა უსურვო უკეთესი გუნდი, მარა რამდენჯერაც გადავიდა უკეთესში იმდენჯერ არ გაუმართლა და არ ვიცი რა ვთქვა, გიოს პრობლემა ფსიქოლოგია უფროა, მწვრთნელისგან უპირობო ნდობა თუ არა აქ უჭირს.

12:10 | 20.03.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

ბრავო გიო, ბრავო !!!
ისე, შაკს რომ შერმადინის პროცენტი ჰქონოდა ზუსტ სროლებში, ნეტა რა სტატისტიკით დაამთავრებდა კარიერას ? DDDDDDDDD

13:00 | 20.03.2017
federer (17) (12107)

შაკს რო შერმადინის სწოლა ქონოდა საშუალოდ 7-8 ქულით მეტი მაინც ექნებოდაა

11:45 | 20.03.2017
federer (17) (12107)

საშუალოდ რამდენი ქულა-მოხსნა აქვს ამ სეზონში

11:59 | 20.03.2017
baxt (1100)

15,4 ქულა და 7,7 მოხსნა აქვს საშუალოდ ამ სეზონში. მოხსნებში პირველ ადგილზეა მთელს ლიგაში და ქულებით მესამეზე. ეფექტურობის კოეფიციენტი 22 აქვს და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლიგაში, მესამეზეა ანტე ტომიჩი.

12:59 | 20.03.2017
federer (17) (12107)

ძაან მაგარი სტატისტიკა აქვს და ფართოდრო გაახილონ თვალი NBA-ში კი მოხვდებათ გიორგის ასეთი კარგი თამაში თვალშიი

22:05 | 20.03.2017
baxt (1100)

ნბა კარგია, მაგრამ მემგონი არაა მისი სტილი, იქ უფრო ძალისმიერი თამაშია და გაუჭირდება იქ, ჩაიკარგება. მისნაირ გამხდარ ცენტრს ვერ ვიხსენებ ახლა ნბა-ში...

11:44 | 20.03.2017
federer (17) (12107)

მაგარ სეზონს ატარებს გიორგი და არ უნკა კლივლენდ აიყვანოს, ბოგატის ტრავმის მერეე

15:26 | 20.03.2017
sabonis (7124)

DD მაგარი იქნება, მაშინ კი ბეჭედი ნაღდათ წამოვა საქართველოში.

18:47 | 20.03.2017
zura-mesi (5553)

რატო ნაღდად, არ უშვებ ფაქტს, რომ ვინმე ჩაერიოს კლივლენდსა და გოლდენის დავაში?

09:32 | 21.03.2017
sabonis (7124)

დდ დიდი ალბატობით.

11:23 | 20.03.2017
geogoli (824)

კიდევ ერთხალ ყოჩაღ გიორგი, კარიერის საუკეთსო სეზონი აქვს

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.115159