ფეხბურთი

4:15 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მე-3 ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა

ლა ლიგის 28-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი დაპირისპირება იწვევდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” “სევილიას” დაუხვდა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, სრულფასოვანი რევანში აიღო.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უკეთესად გამოიყურებოდნენ და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ანგარიშის გახსნა კევინ გამეიროს მალევე შეეძლო, ფრანგმა ფორვარდმა სერხიო რიკოს ბურთი თავზე გადაუგდო და ძალიან ეფექტური გოლი გაჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხამ მოიგერია. სამაგიეროდ, ზუსტი აღმოჩნდა დიეგო გოდინის თავური, რომელმაც “როხიბლანკო” 36-ე წუთზე დააწინაურა.

მე-60 წუთზე ანტუან გრიზმანმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა, ხოლო 77-ე წუთზე კოკემ სხვაობა გამანადგურებელი გახადა. ანდალუსიელებმა ერთადერთი რაც მოახერხეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა, რომელიც 85-ე წუთზე ხოაკინ კორეამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეაგდო – 3:1.

“ატლეტიკომ” 55 ქულა დააგროვა და მის წინ მყოფ “სევილიას” 2 ქულითღა ჩამორჩება.

“ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” “ვალენსია” მიიღო და 3 ქულის მოპოვება მხიარულ მატჩში მოახერხა. განსაკუთრებით კარგი სანახავი პირველი ნახევარი გამოდგა, რომელიც ორმხრივ შეტევებში მიილია. სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სტუმრები ძალიან მწვავე კონტრშეტევებს აკეთებდნენ და ტერ შტეგენის კარს არაერთხელ დაემუქრნენ სახიფათოდ. ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს: 29-ე წუთზე მათ კუთხურს ელიაკიმ მანგალას ზუსტი თავური მოჰყვა. ძალიან მალე მანგალა ანტი-გმირად იქცა: 35-ე წუთზე “ბლაუგრანამ” ანგარიში იოლად გაათანაბრა და ეს დიდწილად სწორედ მანგალას ბრალია – ნეიმარმა პირდაპირ აუტიდან გაუკეთა საგოლე გადაცემა ლუის სუარესს, რომელიც წესით სწორედ ფრანგს უნდა აეყვანა (ამ მომენტში უცოდველი არც გარაი არ ყოფილა). 44-ე წუთზე კი, მანგალამ ფატალური შეცდომა დაუშვა: ლუის სუარესი საჯარიმოში წააქცია, პენალტი აიკიდა და წითელი ბარათი დაიმსახურა. 11-მეტრიანი ლიონელ მესიმ გოლად აქცია და თითქოს აქ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, თუმცა “ღამურებმა” სიურპრიზი შესთავაზეს მეტოქეს და ერთ წუთში მუნირ ელ ჰადადიმ მშობლიურ გუნდს კიდევ ერთი ბურთი გაუტანა.

მეორე ნახევარში გასაკვირი არაა, რომ 10 კაცით დარჩენილი მეტოქე “ბლაუგრანამ” დაჩაგრა. კატალონიელებმა დაწინაურება მალევე შეძლეს – 52-ე წუთზე მესის ძლიერ დარტყმას დიეგო ალვეშმა ვეღარაფერი მოუხერხა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა. ამის შემდგომ, მასპინძლებს გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრამ 89-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის საბოლოო წერტილი ანდრე გომეშმა დასვა, რომელმაც ნეიმარს შესანიშნავი გარჯა დაუფასა და ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი ყოფილ კლუბს გაუტანა – 4:2. “ბარსელონა” “რეალს” 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

კიდევ ერთი საინტერესო ჯახი “რიასორზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” გალისიურ დერბიში “სელტას” უმასპინძლა და მინიმალური სხვობით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე იაგო ასპასმა გაიტანა – 0:1.

ე.წ. 6-ქულიანი დაპირისპირება გაიმართა “ელ მოლინონზე”, სადაც “ხიხონი” “გრანადას” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მე-60 წუთამდე აგებდა, შეხვედრის შემობრუნება მოახერხა და 3:1 იმარჯვა. გასავარდნ ზონასთან მყოფი კლუბების კიდევ ერთი ჯახი “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” გაიმართა: ადგილობრივი “ლეგანესი” და “მალაგა” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ლეგანესი – მალაგა 0:0

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (3-4-2-1): ერერინი, მანტოვანი, სიოვასი, ბუსტინზა, რ.პერესი, მორანი, ტიტო (სამუელი 60), დ.რიკო, ელ ჟარი (უ.ლოპესი 68), შიმანოვსკი (მაჩისი 86), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

მალაგა (4-4-2): კამენი, ლ.ერნანდესი, დ.ლორენტე, ხ.კარლოსი, როსალესი, ხოსე როდრიგესი (დუდა 86), კამაჩო, ჩ.კასტრო (ხონი 62), ფორნალსი, ჩარლესი, ს.რამირესი (კეკო 71).
მწვრთნელი: მიჩელი

გაფრთხილებები: ბუსტინზა, ტიტო, მორანი, რ.პერესი – როსალესი, ჩარლესი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ატლეტიკო – სევილია 3:1 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ვრსალკო (ხუანფრანი 2), ლუისი, საული, გაბი, კარასკო (გაიტანი 83), კოკე, გრიზმანი, გამეირო (ფ.ტორესი 63).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სევილია (5-4-1): ს.რიკო, ლენგლეტი (იოვეტიჩი 46), რამი, მერკადო, მარიანო, ესკუდერო, ნ’ზონზი, ნასრი, ვიტოლო, სარაბია (იბორა 64), ბენ იედერი (ხ.კორეა 64).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 გოდინი (37), 2:0 გრიზმანი (61), 3:0 კოკე (77), 3:1 ხ.კორეა (85)
გაფრთხილებები: ლუისი, კარასკო, გოდინი, ფ.ტორესი – ესკუდერო, სარაბია, მერკადო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

დეპორტივო – სელტა 0:1 (0:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ლუისინიო, მოსკერა, ბერგენტინოსი, გამა (ხილი 60), ბორგესი, ფაჟრი (ჩოლაკი 77), ხოსელუ (ანდონე 66).
მწვრთნელი: პეპე მელი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, რონკალია, კაბრალი, მალიო, ხონი, რადოია, პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 87), ასპასი, ბონგონდა (სისტო 71), გუიდეტი (ბივუ 12).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ასპასი (74)
გაფრთხილებები: ლუისინიო, ლუქსი, მოსკერა, ჩოლაკი – კაბრალი, მალიო, პ.ერნანდესი, სისტო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ხიხონი – გრანადა 3:1 (0:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-1-4-1): მარინიო, ბაბინი, მერე, დუგლასი, კანელია, ვესგა, ვ.როდრიგესი (ლ.ტრაორე 56), ს.ალვარესი, ბურგუი (ი.ლოპესი 84), კარმონა, კ.კასტრო (ნდი 80).
მწვრთნელი: რუბი

გრანადა (5-4-1): ოჩოა, ინგასონი, გ.სილვა, საუნიერი, ფოლქიერი, კუენკა (კრავეტსი 67), ანგბანი (სამპერი 76), აგბო, ა.პერეირა, კარსელა-გონსალესი, ბოგა (მალე 76).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 0:1 ინგასონი (51), 1:1 ლ.ტრაორე (60), 2:1 ბაბინი (64), 3:1 კარმონა (67)
გაფრთხილებები: დუგლასი, მერე – ანგბანი, ინგასონი, მალე
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

84-ე წუთზე ლასინა ტრაორემ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბარსელონა – ვალენსია 4:2 (2:2)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (3-3-1-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, უმტიტი, პიკე, რაფინია (გომეში 74), ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (რობერტო 65), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მანგალა, გარაი, მონტოია, გაია, პარეხო, ე.პერესი, სოლერი, კანსელო (ბაკალი 84), ორელიანა (აბდენური 46), ელ ჰადადი (ძაძა 73).
მწვრთნელი: ვორო

გოლები: 0:1 მანგალა (29), 1:1 ლ.სუარესი (35), 2:1, 3:2 მესი (45; 52), 2:2 ელ ჰადადი (45+1), 4:2 გომეში (89)
გაფრთხილებები: ინიესტა, გომეში, მესი – ე.პერესი, პარეხო, მანგალა, მონტოია
გაძევება: მანგალა (44)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.207486