სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:06 | 20.03.2017 | ნანახია 525 - ჯერ

20 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1984 - დაიბადა ფერნანდო ტორესი. ესპანეთის ნაკრების, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლივერპულის”, “ჩელსის”, "მილანის" ფორვარდი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. 2012 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2013 წელს გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული. კონფედერაციათა თასზე 2013 წელს გახდა მესამეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონი 16 და 19 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 110 მატჩი, გაიტანა 38 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1890 - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სერვეტი”. გუნდი 17-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიპოვა შვეიცარიის თასი. 2005 წლის 5 თებერვალს კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მეორე დივიზიონში დააქვეითეს.

1914 - აშშ-ის ქალაქ ნიუ ჰეივენში ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის პირველი საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა.

1924. ჰოკეიში სტენლის თასისთვის ორრაუნდიან პაექრობაში “მონრეალ კანადიენსმა” “ვანკუვერი” დაამარცხა და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

1930 - ავტომრბოლმა კლესი კამიზმა დიზელის ძრავიანი ავტომობილით სიჩქარის რეკორდი დაამყარა (129,29 კმ/სთ).

1962 - ჰოლანდიელი სიოკიე დექსტრა ციგურებით ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1966 - ინგლისში მოიპარეს “ნიკეს” თასი, რომელიც რამდენიმე დღეში ძაღლმა პიკლზმა ერთ-ერთ ლონდონურ სკვერში შემთხვევით იპოვა.

1971- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ბოსტონ ბრუინზმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ მეცამეტე მატჩი მოიგო.

1973 - რობერტო კლემენტე ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე შეიყვანეს.

1976 - საბჭოთა მოციგურავე ევგენი კულიკოვმა 1000 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:15,70).

1976 - კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საბჟოთა კავშირის ნაკრებს მარიო კემპესის გოლით 1:0 სძლია. ორი წლის შემდეგ ლუის სესარ მენოტის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კემპესი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე.

1987 - ჰოლანდიელმა მოციგურავე ივონ ვან გენიპმა ქალთა შორის 5 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:20.36).

1988 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტონი ტაბსი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1990 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კარიმ აბდულ ჯაბარის 33 ნომრიანი მაისურით, გუნდის სხვა არცერთ მოთამაშეს აღარ ეასპარეზა.

2005 - ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მალაიზიაში ჩატარებული “ფორმულა-1”-ის გრან-პრი მოიგო. მეორე-მესამე ადგილებზე კი, შესაბამისად იარნო ტრული და ნიკ ჰეიდფელდი გავიდნენ.

2005 - უელსის რაგბისტთა ნაკრებმა კარდიფის “მილენიუმის” სტადიონზე ირლანდიას 32:20 მოუგო და 1978 წლიდან მოყოლებული, პირველად მოახერხა ექვსი ერის პირველობის მოგება.

2006 - ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ტოკიცუუმი დაამარცხა.

2006 - FIFA-ს აღმასკომმა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალური ეტაპის ადგილები კონფედერაციებს შორის გადაანაწილა, რომლის მიხედვით, აზია ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი გუნდით (მათ შორისაა ოლიმპიადის მასპინძელი ჩინეთი), აფრიკა _ სამით, ოკიანეთი, სამხრეთ ამერიკა და კონკაკაფი _ ორით, ხოლო ევროპიდან ჩინეთში ოთხი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.

2007 - “ატლანტა ჰოუქსმა” “საკრამენტო კინგზი” დაამარცხა 99:76. “ატლანტელთა” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 29 წუთში 23 ქულა მოაგროვა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა განახორციელა.

2007 - ოსაკას ბაშოზე კოკაიმ მეექვსე მაეგაშირა კაკიძოე დაამარცხა.

2010 - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრაბზონში რუსეთისას 36:8 სძლია, ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ერთა თასი და მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა.

2012 - ლეო მესი “ბარსელონას” ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა “გრანადასთან” მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა (“ბარსამ” 5:3 მოიგო) და გატანილ გოლთა რაოდენობა 234-მდე გაზარდა. მესიმ კატალონელთა კიდევ ერთ ლეგენდას სესარ როდრიგესს გაუსწრო, რომლის ანგარიშზე 232 გოლია. გრანადელთა კარში მესამე ბურთი ლეოსთვის ლა ლიგის იმ გათამაშებაში 34-ე აღმოჩნდა. ამ რაოდენობის გოლის გატანა ერთ ჩემპიონატში მხოლოდ რონალდომ შეძლო.

2013 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ წონითი კატეგორია) გახდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1853 - ჯორჯ გოდფრი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. გამოირჩეოდა ძლიერი დარტყმით. შეარქვეს “ძველი შოკოლადი”.

1903 - ვინსენტ რიჩარდსი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1961 წელს შეიყვანეს “დიდების დარბაზში”.

1932 - მიხეილ ხერგიანი. ლეგენდარული ქართველი ალპინისტი და მეკლდეური. ალპინიზმშისაბჭოთაკავშირის სამგზის ჩემპიონი, ხოლო მეკლდეურობაში საკავშირო პირველობებისშვიდგზისგამარჯვებული.დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიანშანისა და ალპებისურთულესიმწვერვალები. ინგლისშიმიანიჭესკლდის ვეფხვისწოდება (1960). მიხეილ ხერგიანიტრაგიკულადდაიღუპა იტალიის ალპების,სუალტოს მწვერვალის დალაშქვრისას 1969 წლის 4 ივლისს. ხერგიანის სახელიმინიწებული აქვსმწვერვალებს კავკასიონის ქედსა და პამირზე, მცირე პლანეტასასტეროიდების რგოლშიმარსსა დაიუპიტერს შორის. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის სახელობისყოველწლიურიმემორიალიმეკლდეურობაში (1970 წლიდან).

1933 - აძელიო ვიჩინი. იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი. 1974, 1978, 1982 და 1986 წლის მსოფლიოს პირველობებზე მუშაობდა “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. 1986 წელს დაინიშნა იტალიის ნაკრების დამრიგებლად და 1990 წლის მუნდიალზე გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა.

1945 - პატ რაილი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. წვრთნიდა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს,” “ნიუ იორკ ნიკზს,” ვლადიმერ სტეფანიასთან ერთად მუშაობდა “მაიამი ჰითში”. რაილის მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა NBA-ის მატჩებში ათას გამარჯვებაზე მეტი მოიპოვეს. მოგებათა რაოდენობით პიტ რაილი მხოლოდ ლენი უილკინსს ჩამორჩება.

1948 - ბობი ორი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიკეისტი. ამპლუით მცველი. “ბოსტონ ბრუინზის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა სტენლის თასის მფლობელი (1970, 1972). სამჯერ დაასახელეს ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველობის წლის საუკეთესო მოთამაშედ. რვაჯერ იასპარეზა ნჰლ-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ბობი ორი, 1976 წელს კანადის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში შესრულებულ შედეგიან გადაცემათა საშუალო მაჩვენებლით, მხოლოდ უეინ გრეცკის, მარიო ლემიესა და მაიკ ბოსის ჩამორჩება.

1963. რამონ ანდერსონი. ავსტრალიელი ნიჩბოსანი. კანოეთი ასპარეზობისას 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1968 - პოლ მერსონი. ინგლისის ნაკრების, ლონდონის “არსენალის,” ბირმინგემის “ასტონ ვილას,” “მიდლსბროს,” “პორტსმუტისა” და “უოლსოლის” ფეხბურთელი. “არსენალის” რიგებში მოგებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა, ასოციაციისა და ლიგის თასები. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1974 - კარსტენ რამელოვი. ბერლინის “ჰერტას,” ლევერკუზენის “ბაიერისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. ბუნდესლიგაში ჩაატარა 44 მატჩი. მონაწილეობა მიიღო ევროპის 2000 და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატებში.

1978 - ვალტერ სამუელი. არგენტინის ნაკრების, “ოლდ ბოისის”, “ბოკა ხუნიორსის”, “რომას”, მადრიდის “რეალის”, “ინტერის” მცველი. მოპოვებული აქვს ლიბერთადორესის თასი, იტალიის ჩემპიონობა და თასი, არგენტინის კლაუსურისა და აპერტურის ჩემპიონობა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1980 - ჯამალ კროუფორდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ იორკ ნიკზის” გამთამაშებელი-მსროლელი (196 სმ).

1984 - ფერნანდო ტორესი. ესპანეთის ნაკრების, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლივერპულის”, “ჩელსის”, მილანის" ფორვარდი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. 2012 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2013 წელს გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული. კონფედერაციათა თასზე 2013 წელს გახდა მესამეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონი 16 და 19 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 110 მატჩი, გაიტანა 38 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1990 - ლევ იაშინი. ცნობილი საბჭოთა გოლკიპერი. გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:14 | 20.03.2017
b.g (576)

გავარტყი ტორესსს........დღეს ტატალაშვილი ნუგზარის დაბადების დღეა https://www.judobase.org/#/competitor/profile/2404/basic_info

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072911