სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

0:05 | 20.03.2017 | ნანახია 461 - ჯერ

ფინალში პორტუგალია გავიდა

ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ბელარუსში, საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ბელარუსთან პირველ დღეს წაგების შემდეგ ჩვენი გუნდი დამარცხდა პორტუგალიასთან, 15-34 და შვეიცარიასთან, 19-37. ფინალური ტურნირის ერთადერთი საგზური მოიპოვა პორტუგალიამ, რომელმაც ბურთების სხვაობით აჯობა შვეიცარიას.

შვეიცარიამ და პორტუგალიამ ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, რის გამოც ბოლო ორი დღე დაუსწრებელი დოღი ჰქონდათ, ვინ დააგროვებდა ბურთების უკეთეს სხვაობას. დიდი ანგარიშებიც ამით აიხსნება - ორივე გუნდმა მთელი 60 წუთი მაქსიმალური კონცენტრაციითა და მოტივაციით ითამაშა. მაგალითად შვეიცარია 50-ე წუთზე 28-18 გვიგებდა, მაგრამ ბოლო ტაიმ-აუტის შემდგომ, დასკვნითი მონაკვეთში უპირატესობა კიდევ 8 ბურთით გაზარდა, 9-1. პორტუგალიას ბოლო მატჩში 7 ან 8 ბურთით მოგება სჭირდებოდა მასპინძელ ბელარუსთან, სასურველ სხვაობას დასაწყისშივე მიაღწია, მაგრამ ამას არ დასჯერდა და 17 ბურთით გაიმარჯვა - 40-23.

ჩვენს ნაკრებს მომდევნო ტურნირი ივნისში ელის. ეს იქნება შეჯიბრება არა ასაკობრივ, არამედ ქალთა ეროვნული ნაკრებების დონეზე - ევროპის 2018 წლის ჩეპიონატის შესარჩევი ტურნირი. მონაწილეობის განაცხადი 32 ქვეყანამ შეიტანა, აქედან ექვს ნაკრებს პირველი შეარჩევი ეტაპის გავლა მოუწევს. ეს 6 გუნდია: ფინეთი, ისრაელი, ფარერის კუნძულები, კოსოვო, საბერძნეთი და საქართველო. წილისყრა 21 მარტს გაიმართება ვენაში. შეიქმნება 2 სამგუნდიანი ჯგუფი, რომელიც ერთ წრედ ითამაშებს 2017 წლის 9-11 ივნისს. ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც წელსვე, შემოდგომაზე დაიწყება და 2018 წლის ივნიში დასრულდება. 28 გუნდი დაიყოფა 7 ჯგუფად. ფინალურ ეტაპზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 2018 წლის დეკემბერში, საფრანგეთში.

უკვე ცნობილია, რომ ჯგუფში არ შეგვხვდება საბერძნეთი, რომელიც ჩვენთან ერთად მესამე კალათაშია განთესილი. სავარაუდო მეტოქეები არიან ფინეთი ან ისრაელი (1 კალათა), ფარერის კუნძულები ან კოსოვო (მეორე). 21 მარტსვე დადგინდება შეჯიბრების მასპინძელთა ვინაობა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19.

საკვალიფიკაციო ტურნირი, 17-19 მარტი, 2017

6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი). პორტუგალია 5 (+36) - შვეიცარია 5 (+26), ბელარუსი 2, საქართველო 0

19 მარტი. ბელარუსი-პორტუგალია 23-40

შვეიცარია-საქართველო 37-19

შვც: ფესლერი, ჟიჟე, უკაი - ჩებიცი 9, გაუჩი 8, ალბრეხტი 5, ებერჰარტი 5, შტუცი 3, ცუმშტაინი 2, ჰოდელი 2, ჰესი 2, კეჰრი 1, ოიგსტერი, მუნტვილერი, ცინგი, ინგოლდი

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია - ყველაშვილი 5, ვენეცკი 5, ჩოხელი 4, კუნელაშვილი 2, ქიტესაშვილი 2, შლუხტინა 1, ესმანოვიჩი, პეტრენკო, ჯავახიშვილი, ჯგერენაია, გაგნიძე

მსაჯები: დუპლიი, კოვერინა (უკრ), დელეგატი: ზაბჩინსკი (პოლ), 1700 მაყურებელი

18 მარტი. შვეიცარია-ბელარუსი 32-24

საქართველო-პორტუგალია 15-34

საქ: საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია - ვენეცკი 5, კუნელაშვილი 3, ესმანოვიჩი 2, პეტრენკო 2, ჩოხელი 1, ქიტესაშვილი 1, ჯავახიშვილი 1, ყველაშვილი, შლუხტინა, გაგნიძე, ჯგერენაია

პორ: ურსუ, მინგალეევა, კარდოსო - ოლივეირა 9, მონტეირო 6, ლოურეირო 5, მორენო 4, მინსიუნა 3, მორაიში 3, აზევედო 2, არაუჟო 1, რუელა 1, ალმეიდა, კარდოზო, ფარია სოუზა, პერიკიტო, რესენდე

მსაჯები: დუპლიი, კოვერინა (უკრ), დელეგატი: ზაბჩინსკი (პოლ), 1200 მაყურებელი

17 მარტი. პორტუგალია-შვეიცარია 25-25

ბელარუსი-საქართველო 34-24

ბლრ: პაშკო, ტრაიანი, კაზლოვა - მისიუკი 6, ჟუკი 5, რიმაშეუსკაია 5, სნეჟკა 4, ვორანავა 4, რაბჩანკა 4, ელისეევა 2, იანცევიჩი 2, იურინოკი 1, ტრიზნო 1, კაშკევიჩი, კრაუჩანკა, მიაჟუევა

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია - კუნელაშვილი 8, ყველაშვილი 4, ქიტესაშვილი 4, შლუხტინა 3, ჩოხელი 3, ვენეცკი 1, ესმანოვიჩი 1, გაგნიძე, პეტრენკო (ჯგერენაია, ჯავახიშვილი)

მსაჯები: დუპლიი, კოვერინა (უკრ), დელეგატი: ზაბჩინსკი (პოლ), 1700 მაყურებელი

საქართველოს ნაკრები ბელარუსში

მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (1999, მამული) 16. ქრისტინე ჯავახია (1998, ფოთი) 22. მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი)

მოთამაშეები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი - CB, RB) 15. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი - CB, LW) 17. მედეა ჩოხელი (კაპიტანი, 1999, პეგასი - P) 18. ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი - RW, RB) 19. ანა ყველაშვილი (1998, მამული - CB) 20. ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული - LW, LB) 23. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი - RB) 24. ოლჰა შლუხტინა (1998, რეალ მიკოლაივ, უკრ - LW, LB) 29. ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი - LB) 31. სვიტლანა პეტრენკო (1998, ბროვარი, უკრ - LW) 39. კატერინა ესმანოვიჩი (1999, მამული - P, RB)

მთავარი მწრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი გურამ ადამია, მენეჯერი ლანა მარგიანი

--

ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19

27 ივლისი - 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (პირდაპირ ფინალში დაუშვეს დანია, რუსეთი, სლოვენია)

კვალიფიკაცია, 17-19 მარტი

1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი 6, მაკედონია 4 - ფარერები 2, მოლდოვა 0

2 ჯგუფი (ესპანეთში): ესპანეთი 6, რუმინეთი 3 - ისლანდია 3, ლიტვა 0

3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი 6, მონტენეგრო 4 - სლოვაკეთი 2, ბელგია 0

4 ჯგუფი (ხორვატიაში): ხორვატია 6, ჰოლანდია 4 - უკრაინა 2, ფინეთი 0

5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი 6, სერბეთი 4 - ავსტრია 1, ჩეხეთი 1

7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია 4 - საბერძნეთი 2, თურქეთი 0

8 ჯგუფი (გერმანიაში): გერმანია 4 - პოლონეთი 2, ლატვია 0

ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გავიდა 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან - თითო

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:39 | 20.03.2017
პანტელეიმონი (3118)

მიზეზი შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ ფაქტია, ხელბურთში შედეგები არ ჩანს.

12:51 | 20.03.2017
BEERTRANCE (93497)

ვერ იძვრის ხელბურთი ჩვენთან.

08:56 | 20.03.2017
ქართული სპორტის გულშემატკივარი (36)

ადმინ, სუმოში მთლად კარგად რომ არ მიგვდის საქმეები, იმიტომ არაფერს წერ?

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075968