ფეხბურთი

22:37 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა"-"შუქურა": ოთხივე გოლი თავურით

საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის მესამე ტურში 3:1 მოუგო ქობულეთის "შუქურას". საჩხერელთაგან დუბლი შეასრულა გიორგი გაბედავამ, ხოლო ერთი გოლი ლევან კაკუბავამ მიითვალა. "შუქურადან" ირაკლი ჭეჟიამ შეაგდო. მატჩი ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონზე გაიმართა.

გაბედავამ პირველი გოლი მშვენიერი თავურით მიითვალა (გიორგი კორიფაძის პასით) და მალევე, ჭეჟიამ თავურითვე უპასუხა. ჭეჟიას სანდრო გურულმა გაუკეთა გადაცემა.

პირველი ტაიმი ასე დასრულდა, მეორეს დასაწყისში კი ლევან კაკუბავამ თორნიკე გორგიაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს შეაგება თავი და 2:1.'და მეოთხე გოლი? ისიც თავურით... ისევ კორიფაძე აწვდის და ვარდნაში გაბედავამ ზუსტად დაარტყა.

ჩიხურა - შუქურა 3:1 (1:1)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, ჭელიძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი, დობროვოლსკი, ივანიშვილი (განუგრავა 57), გაბედავა (სარდალიშვილი 87), გელაშვილი (ტატანაშვილი 54)

შუქურა: ჯიოევი, მახარაძე, ართმელაძე, ჭეჟია, კუტალია, ჯეფინიო (დაგარგულია 71), ჩაჩუა, მამულაშვილი, საბაძე (ჭანუყვაძე 60), სანდრო გურული (არქანია 71), კლიმიაშვილი

გოლები: 1:0 გაბედავა (12), 1:1 ჭეჟია (18), 2:1 კაკუბავა (54), 3:1 გაბედავა (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111378