ფეხბურთი

18:30 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა სამუშიას გოლით მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, ჩემპიონმა "სამტრედიამ" ქობულეთში 1:0 სძლია ბათუმის "დინამოს". ერთადერთი გოლი გურამ სამუშიამ გაიტანა. კონტრშეტევა იყო, სამუშიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ცენტრისკენ წაიღო, ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გაიტანა.

ეს სამტრედიელთა პირველი მოგებაა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში. აქამდე, გია ცეცაძის გუნდს ორ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა.

დინამო (ბათუმი) - სამტრედია 0:1 (0:1)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, ფლამარიონი (თევდორაძე 60), ქავთარაძე (ნვანგანგა 46), თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, კვასოვი (კვანტალიანი 77)

სამტრედია: მიგინეიშვილი, ახალაძე (მჭედლიშვილი 88), კასრაძე, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, დათუნაიშვილი, სამუშია (ჯიქია 72), რაჟამაშვილი, სუხომლინოვი, ჩაგელიშვილი (ბერიაშვილი 80)

გოლი: 0:1 სამუშია (34)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111646