ფეხბურთი

15:39 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "სანახაობრივი მატჩი არ იყო, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ "ჯენოასთან" მოგებული (1:0) იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მოთმინებით ითამაშა და საბოლოოდ 3 ქულა დაიმსახურა.

"ვფიქრობ კარგი მატჩი გამოგვივიდა, გავაანალიზეთ რომ მოთმინება გვმართებდა, რათა ბურთი დაგვეჭირა, რადგან მეტოქის საჯარიმოში ცოტა სივრცეები ჩნდებოდა. მართალია სანახაობრივად კარგად არ ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით და საბოლოოდ გამარჯვება დავიმსახურეთ." - განაცხადა მონტელამ.

აღნიშნულ გამარჯვების შემდეგ "მილანმა" 53 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "როსონერი" სტუმრად "პესკარასთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125204