სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

15:13 | 19.03.2017 | ნანახია 3327 - ჯერ

ქართველი ქომაგის ფიქრები ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ

როდესაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა სარაგბო მატჩი დასრულდა, და გამარჯვებით გახარებული ქომაგები ეროვნული სტადიონიდან გამოვიდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საფიქრალი, თუ როგორ მოეხერხებინათ სახლებში წასვლა და შეძლებდნენ თუ არა სამარშრუტო ტაქსებში შეჭეჭყვას.

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ (მნიშვნელობა არა აქვს მატჩი “ლოკომოტივზე იმართება თუ “დინამო არენაზე”) ქართველ რაგბისა თუ ფეხბურთის ქომაგებს აწუხებთ და ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი გამოსავალი. სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ, ათეულათასობით ადამიანი ერთად აწყდება ავტობუსებსა თუ მეტროს, სამარშრუტო ტაქსებსა თუ ჩვეულებრივ ტაქსებს და ძალიან უნდა იძალავო, რომ სასურველ ტრანსპორტამდე მიაღწიო.

არადა, ეს ყველაფერი როგორ ფანტასტიურადაა მოგვარებული ევროპაში... თითქმის ყველა დიდ სტადიონთან ამოდის სპეციალური მეტროს სადგური, მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონთან უკვე მობილიზებულია ასეულობით ავტობუსი და ყველა ნორმალური ევროპული ქალაქის მერია ცდილობს, რომ სტადიონებიდან გამოსული ადამიანები რაც შეიძლება მობილურად და მარტივად მიიყვანონ სასურველ ადგილზე. ჩვენთან კი ეს დიდი და მიუღწეველი “ფუფუნებაა”.

როდესაც ევროპაში ხარ და იქაურობას შენს სამშობლოს ადარებ, ბევრ რამეზე უსიამოვნოდ გეკუმშება გული. არაფერია სასიამოვნო იმაში, რომ კიდევ ერთხელ დაინახავ უზარმაზარ სხვაობას ევროპასა და საქართველოს შორის როგორც სოციალურ, ასევე ყოფით საკითხებში და ასეთ დროს დარდიანო ამოოხვრებიც ვერაფერს გიშველის.

არაფერი ისე არ გაჩვენებთ ჩვენსა და ევროპას შორის სხვაობას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დილით და საღამოს გადაძეძგილ თბილისის სამარშრუტო ტაქსებში აბობღებაზე მეოცნებე ადამიანს აბა როგორ არ გაგახსენდება ლიონის, პარიზისა თუ მარსელის გაწკრიალებული ტრამვაი თუ მეტრო. ან თუნდაც ხუთგანყოფილებიანი უზარამაზარი ავტობუსი, რომელიც 140 ადამიანს მაინც იტევს.

გაგახსენდება ეს და ხვდები, რომ შენს ქვეყანაში ქალაქის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საერთოდ არაფერს აკეთებს მოქალაქეებისათვის და კომფორტის შექმნას ვინ ჩივის, ხშირად ელემენტარულად იმაზეც კი ოცნებობ, რომ დილით სამსახურში მიხვიდე, რადგან ტრანსპორტი ფიზიკურად არ ყოფნის არც დედაქალაქს და ბევრ სხვა ქალაქებსაც. საუბრით იცოცხლეთ, სულ ამ პრობლემაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენში საუბარი ხშირად უსაგნო ლაყაფია და მეტი არაფერი.

ამას გარდა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ზოგადად ევროპაში ტრანსპორტის მუშაობის დრო და გრაფიკიც. მაგალიად, ლიონში ტრამვაი მუშაობას დილის ხუთ საათზე იწყებს და ღამის პირველზე ასრულებს. ამ ქალაქში ტაქსის პოვნა უფრო რთულია ვიდრე ქართველი ემიგრანტების, რადგან, ტაქსის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს და თუკი ვინმეს მაინცადა მაინც ტაქსით გადაადგილება სწყურია, ტელეფონზე დარეკვა და გამოძახება უწევს.

არადა, ჩვენ თითქოს ხომ ევროპისკენ ვიხედებით...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:06 | 20.03.2017
neeskensi (2297)

აქ პირიქით...მეტროს შესასვლელს კეტავენ...და მართალიცაა...რაგბის შემდეგ ცოტა ხომ უნდა გავივარჯიშოთ მიწოლაში...იმიტომაც ვართ შერკინებაში მაგრები...ეტყობა რუმინელებმაც გადაიღეს ჩვენგან ეს "ტრადიცია" და გაგვიძალიანდნენ კიდეც...

09:44 | 20.03.2017
BEERTRANCE (91857)

რას ამბობ, ტრანსპორტი რო მოგვარდეს, ეგეც ტრადიციების წართმევა იქნება DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

ღრუზლანდიელებს იდენტობას ჰო ვერ წაართმევენ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

22:27 | 19.03.2017
Kala94 (5952)

ზოგადად ამ ყველაფრის მთავარი ორგანიზატორია ქალაქის მერია ! რაც თბილისს დიდი ხანია აღარ გააჩნია ! ("მერზე" აღარ ვამბობ არაფერს)

21:46 | 19.03.2017
dinamo78 (472)

პარიზის მეტროზე ყველაფრის თქმა შეიძლება გაწკრიალებულის გარდა

19:37 | 19.03.2017
Despeler (2381)

სატრანსპორტო პრობლემის აღმოფხვრა არა, მარგველაშვილი კიდე

მილიონერი მომღერლების ჩამოყვანა და მათი მეტად გამდიდრებაა პრიორიტეტული, რას ვიზამთ...

16:28 | 19.03.2017
mindia (2105)

ზოგადად ესეთი ხალხი ვართ ქართველები, უდისციპლინო. არ გვიყვარს წესები, წესრიგის უზრუნველყოფა წინასწარ.

ყველგან ვლინდება თან ეს, მეტროში, ავტობუსში, მანქანით, რიგში რომელიმე დიდ მაღაზიაში და გინდ ფეხით მოსიარულეებში.

17:51 | 19.03.2017
დიტო (14772)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:52 | 19.03.2017
დიტო (14772)

გეთანხმები მოლდოვასთან თამაშის შემდეგ ჭყ#ეტა იყო

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.077076