ფეხბურთი

2:24 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” ბასკეთში იმარჯვა

ლა ლიგის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” გათამაშების ლიდერს მადრიდის “რეალს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ბასკებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის 15 წუთში ორი სახიფათო მომენტი შექმნეს: ჯერ რაულ გარსიას ჰქონდა საგოლე შანსი, მაგრამ კეილორ ნავასმა ივარგა, ხოლო შემდგომ იერაი ალვარესს სიზუსტემ სულ ოდნავ უმტყუნა. ამის შემდგომ, მადრიდელები გამოცოცხლდნენ და შესვენებამდე დიდი უპირატესობა მოიპოვეს. კრიშტიანო რონალდუს და გარეტ ბეილის დარტყმებს მასპინძელთა ახალგაზრდა მეკარე არიზაბალაგა გაუმკლავდა, სერხიო რამოსის თავური არაზუსტი გახლდათ, თუმცა ქარიმ ბენზემას ახლო მანძილიდან შესრულებულთან ბასკი კიპერი ვეღარაფერს გახდა და ფრანგმა ფორვარდმა 25-ე წუთზე “რეალი” დააწინაურა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს და რამდენიმე საგოლე მომენტის გაფუჭების შემდგომ, 65-ე წუთზე არიც ადურისმა თავური დარტყმით გაათანაბრა. თუმცა, ბასკების სიხარული ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და სამ წუთში მათი მცველების უყურადღებობას კასემიროს გოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე კლუბს შეეძლო, თუმცა შედეგი აღარ შეცვლილა და “რეალმა” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა – 1:2. “ბლანკოსი” ამ მომენტისთვის “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს.

ბასკური დერბი გაიმართა “ესტადიო მენდიზოროცაზე”, სადაც ადგილობრივმა “ალავესმა” დეივერსონის გოლით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “სოსიედადი” დაამარცხა და ათეულში კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა.

“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” უიმედო აუტსაიდერი “ოსასუნა” მიიღო, ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და გასავრდნ ზონას მაგრად (12 ქულით) მოცილდა, ხოლო “იპარუაზე” გამართული “ეიბარის” და “ესპანიოლის” ჯახი ფრედ 1:1 დასრულდა.

ეიბარი – ესპანიოლი 1:1 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): იოელი, ლეიუნი, რამისი, კაპა, არბილია, დ.გარსია, ესკალანტე, პ.ლეონი, ინუი (ბებე 81), კიკე (პენია 75), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, ხავი ლოპესი, ო.დუარტე, დ.რეიესი, კარისოლი, დიოპი (ვ.სანჩესი 53), დავიდ ლოპესი, ჰ.პერესი (როკა 66), ხურადო, ხ.მორენო, კაისედო (ა.ვაზკესი 82).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 კიკე (20), 1:1 ხურადო (50)
გაფრთხილებები: ესკალანტე, გალვესი (სათადარიგო სკამიდან) – დიოპი, დ.რეიესი, კაისედო, კარისოლი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ბილბაო – რეალი 1:2 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ი.ალვარესი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი (მ.რიკო 79), იტურასპე, რ.გარსია (სუსაეტა 86), უილიამსი, ლეკუე (მუნიაინი 59), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, მოდრიჩი (ლ.ვაზკესი 62), კროოსი, ბეილი, რონალდუ (ისკო 79), ბენზემა (მორატა 85).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ბენზემა (25), 1:1 ადურისი (65), 1:2 კასემირო (68)
გაფრთხილებები: ადურისი – კარვახალი, კასემირო, კროოსი, ნავასი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ალავესი – სოსიედადი 1:0 (1:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ელი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, კიკო, მ.გარსია, მ.ლორენტე, კამარასა, რომერო (მენდეში 68), იბაი (ტოკერო 85), დეივერსონი (სანტოსი 75).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, რ.ნავასი, ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, გურიდი (კანალესი 76), გრანერო, ოიარზაბალი (ხუანმი 61), პრიეტო, ველა, ხონი (ბერგარა 70).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: დეივერსონი (44)
გაფრთხილებები: ელი, დეივერსონი, მ.გარსია – გრანერო, ხუანმი, ველა, რული
გაძევება: გრანერო (67)
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ბეტისი – ოსასუნა 2:0 (2:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, ტოსკა, მანდი, რ.ნავარო, დურმისი, სებალიოსი (პეტროსი 88), პარდო (დონკი 82), ბრასანაჩი, რ.კასტრო (ხოაკინი 66), სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ, ვუიადინოვიჩი, ოიერი, რედრადო, კლერკი, მერიდა (კაუსიჩი 70), ლოე, რომერო, რ.ტორესი (დე ლას კუევასი 75), კოდრო, ს.ლეონი (რიერა 75).
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0 რ.ნავარო (4), 2:0 რ.კასტრო (28)
გაფრთხილებები: კოდრო, მერიდა, რედრადო
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.202053