ფეხბურთი

0:26 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” წინ მიდის, “არსენალი” – უკან

პრემიერლიგის 29-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ჩელსი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისპირდა, მინიმალური სხვაობით იმარჯვა და საჩემპიონო ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ლონდონელები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ: ვილიანმა მახვილი კუთხიდან ჯარიმა დაარტყა, მასპინძელთა კიპერი გრანტი კი, უხეშად შეცდა და ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. “დურგლებმა” წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინეს – უოლტერსმა პენალტით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში “არისტოკრატები” დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გამარჯვების ბურთი მხოლოდ 87-ე წუთზე შეაგდეს – გარი კეჰილმა მცველების ცუდი თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო – 1:2.

საშინელ ფორმაშია “არსენალი”, რომელიც “ჰაუტორნსზე” “ვესტ ბრომვიჩს” ეწვია და პრემიერლიგის უკანასკნელ ხუთ მატჩში მეოთხე მარცხი იწვნია. “ბულბულებმა” შეხვედრა კარგად დაიწყეს და მე-12 წუთზე კრეიგ დოუსონმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. სამ წუთში ალექსის სანჩესი დიდებულად გაისარჯა და გაათანაბრა. ტაიმი ასე დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოსკენ ლონდონელთა კიპერი პიოტრ ჩეხი დაშავდა და მოედანზე დავიდ ოსპინა გამოჩნდა. სწორედ კოლუმბიელი მეკარის შეცდომას მოჰყვა მეორე ბურთი, რომელიც 55-ე წუთზე ცვლილებაზე ერთი წუთით ადრე შემოსულმა რობსონ-კანუმ გაიტანა. 75-ე წუთზე კი, მასპინძელთა მარჯვენა მცველმა დოუსონმა კიდევ ერთი თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მოაგებინა – 3:1.

კლაუდიო რანიერის გაშვების შემდგომ, “ლესტერი” ბრწყინვალედ ათამაშდა და პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ იმარჯვა. მოქმედმა ჩემპიონებმა “ოლიმპიკ სთედიუმზე” “ვესტ ჰემი” დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში გასვლაზე პირველად მოიგეს.

“ევერტონმა” შინ “ჰალ სიტი” მიიღო, ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და ევროსაგზურების ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომელუ ლუკაკუს დუბლი, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში 21 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა.

“ბორნმუთმა” საკუთარ მოედანზე “სუონსი” დაამარცხა და გასავარდნ ზონას 9 ქულით მოშორდა. “კრისტალ პალასმა” “შელჰარსტ პარკზე” “უოტფორდს” აჯობა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ხოლო “ლაით ოფ სთედიუმზე” გამართულ დაპირისპირებაში “სანდერლენდი” და “ბარნლი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ამ მომენტისთვის "ჩელსის" 69 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს 13-13 ქულით უსწრებს, ხოლო "არსენალი" 50 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ასე თუ განაგრძო, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება.

ვესტ ბრომვიჩი – არსენალი 3:1 (1:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, დოუსონი, ნიომი, ლივერმორი, დ.ფლეტჩერი, ჩადლი (ფიელდი 90), ბრანტი (იაკობი 72), მაკკლინი, რონდონი (რობსონ-კანუ 54).
მწვრთნელი: ტონი პულისი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი (ოსპინა 38), მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, რემსი, უოლკოტი (ჟირუ 65), ჩემბერლენი, სანჩესი (ივობი 78), უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0, 3:1 დოუსონი (12; 75), 1:1 სანჩესი (15), 2:1 რობსონ-კანუ (55)
გაფრთხილებები: მაკკლინი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

კრისტალ პალასი – უოტფორდი 1:0 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ტომკინსი (დანი 83), სახო, უარდი, შლუპი, მილივოიევიჩი, კაბაიე (სახო 87), პანჩონი, ზაჰა, თაუნსენდი (დელანი 87), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

უოტფორდი (4-5-1): გომეში, ქაბული, პროდლი, კეტკარტი, ბრიტოსი, კაპუ, ბეჰრამი (დაკური 46), კლევერლი (საკსესი 80), ჯანმაატი (ამრაბატი 63), ნიანგი, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლი: დინი (68 ს.კ.)
გაფრთხილებები: კლევერლი, პროდლი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ევერტონი – ჰალი 4:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-1-4-1): რობლესი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი, კოულმენი, შნეიდერლენი (ბერი 30), კალვერტ-ლევინი (მორი 56), გაიე, ტ.დევისი (ე.ვალენსია 77), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ჰალი (5-4-1): იაკუპოვიჩი, რანოკია, მაგუირე, კ.დევისი (გროსიცკი 64), რობერტსონი, ელიუნოუსი, ჰადლსტოუნი, ნ’დიაიე, მარკოვიჩი (ელმოჰამადი 86), ა.ერნანდესი (დიომანდე 82).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 1:0 კალვერტ-ლევინი (9), 2:0 ე.ვალენსია (78), 3:0, 4:0 ლუკაკუ (91; 94)
გაფრთხილებები: უილიამსი, ბერი
გაძევება: ჰადლსტოუნი (73)
მსაჯი: პოლ ტერნი

სტოკი – ჩელსი 1:2 (1:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-4-2): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ალენი, კამერონი, არნაუტოვიჩი, სობი (კრაუჩი 92), უოლტერსი, ბერაჰინო (დიუფი 61).
მწვრთნელი: ტონი პულისი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი, ლუისი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი (ლოფტუს-ჩიკი 82), ალონსო, მოზესი (ფაბრეგასი 70), ვილიანი (ზუმა 88), პედრო, კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ვილიანი (13), 1:1 უოლტერსი (38 ს.კ.), 1:2 კეჰილი (87)
გაფრთხილებები: ალენი, ბერდსლი, პიტერსი, ინდი, კამერონი – კოშტა, ფაბრეგასი
გაძევება: ბერდსლი (95)
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სანდერლენდი – ბარნლი 0:0

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, დენაიერი, ოში, ოვიედო, ჯონსი, გიბსონი (ნდონგი 74), როდუელი, ლარსონი (ხაზრი 78), ბორინი, იანუზაი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი, კინი, უარდი, ლოუტონი, ბარტონი, ჰენდრიკი, არფილდი, ბოიდი (ბრედი 74), ბარნესი (ვოკსი 65), ა.გრეი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

გაფრთხილებები: გიბსონი, ბორინი, ჯონსი – ბარტონი
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ჰემი – ლესტერი 2:3 (1:3)

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, რიდი (სნოდგრასი 18), ფონტე, ბაირამი, კრესველი (მასუაკუ 73), ობიანგი (ე.ფერნანდესი 67), კუაიტე, ლანცინი, ა.აიუ, ე.კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი, ჰუტი, სიმპსონი, ფუქსი, დრინკვოთერი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (ჩიუელი 87), ოკაზაკი (მუსა 76), ვარდი (სლიმანი 76).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 ჰუტი (7), 1:2 ლანცინი (20), 1:3 ვარდი (38), 2:3 ა.აიუ (63)
გაფრთხილებები: დრინკვოთერი
მსაჯი: როჯერ ისტი

ბორნმუთი – სუონსი 2:0 (1:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, გოსლინგი, სურმენი, ფრეისერი (უილშირი 75), პუგი (აიბი 94), კინგი (გრადელი 92), აფობი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

სუონსი (4-1-4-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, მოუსონი, ფერი, კინგსლი, კორკი, ტ.კეროლი, კი (რუტლიჯი 67), ჯ.აიუ (ნარსინგი 56), სიგურდსონი, ლორენტე (ბასტონი 83).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 1:0 მოუსონი (31 ს.კ.), 2:0 აფობი (72)
გაფრთხილებები: კი, კორკი
მსაჯი:
მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179708