სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:07 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

18 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1991 – დაიბადა ავთანდილ ჭრიკიშვილი. 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს შორის 2014 წელს გახდა მსოფლიოს, 2013 და 2014 წლებში კი ევროპის ჩემპიონი. 2013 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. 2012, 2013, 2014 წლებში გახდა ევროპის გუნდური ჩემპიონი. 2014 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 - ლორდმა სტენლიმ იმ თასის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა და დღემდე, ყოველწლიურად ჰოკეის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონს გადაეცემა.

1900 - ამსტერდამში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აიაქსი”. “აიაქსი” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მან ოთხჯერ გაიმარჯვა ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირში – ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ლიგაში (1971, 1972, 1973, 1995). “აიაქსი” ფლობდა თასების მფლობელთა (1987) და UEFA-ს (1992) თასებს. 1972 და 1995 წლებში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს, ხოლო 1972, 1973 და 1995 წლებში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. “აიაქსი” ჰოლანდიის 33-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასს 18-ჯერ, ჰოლანდიის სუპერთასს კი 8-ჯერ ფლობდა. ასპარეზობს “ამსტერდამ არენაზე,” რომელიც 51 859 მაყურებელს იტევს.

1919 - ესპანეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვალენსია”. ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი და თასის 7-გზის მფლობელი. 1980 წელს მოიპოვა თასების, 2004-ში კი უეფას თასები. 2000 და 2001 წლებში იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

1932 - ესპანეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სარაგოსა”. კლუბი ორი გუნდის “სარაგოსასა” და “იბერია კლუბ დეპორტივოს” გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და ოფიციალურად მას “რეალ სარაგოსა” ეწოდა. “სარაგოსამ” 1964 წელს ბაზრობათა, ხოლო 1995 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ექვსჯერ ფლობდა ესპანეთის “სამეფო თასს”.

1957 - თბილისის “დინამომ” პეკინში ჩინეთის მეორე საფეხბურთო ნაკრებს 1:0 მოუგო. გოლი ხასაიამ გაიტანა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, რამიშვილი, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, იამანიძე, გაგნიძე, ღოღობერიძე, კალოევი, ჭკუასელი, ხასაია. მთავარი მწვრთნელი გაიოზ ჯეჯელავა.

1973 - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შესრულდა. არგენტინული “ინდეპენდიენტეს” ფორვარდმა მალიონიმ “ჰიმნასია ესგრიმას” 3 გოლი წუთსა და 50 წამში გაუტანა.

1981 - თბილისისდინამომთასების მფლობელთა თასის გათამაშების განმეორებით მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში ლონდონის საფეხბურთო კლუბვესტ ჰემ იუნაიტედთან” 0:1 დამარცხებისმიუხედავად(პირველი მატჩი დიდი ბრიტანეთისაპტონ პარკზექართველებმა 4:1 მოიგეს), ნახევარფინალისსაგზური მოიპოვა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, ჭილაია (მუჯირი), სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. თბილისის “დინამოს” სტადიონზე თამაშს 90 ათასი მაყურებელი დაესწრო. მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.

1991 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, რეიზორ რადოკი მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2005 - ინგლისელმა ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეზე დაწერილი წიგნის, “დიდი ათიანის” პრეზენტაცია მოაწყო.

2005 - ოსაკაში გამართულ სუმოისტთა ტურნირზე კოკაიმ მეექვსე ტურში ჯუმონჯის მოუგო.

2006 - “ატლანტა ჰოუქსმა” “იუტა ჯაზთან” წააგო (101:111). “ატლანტელთა” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ 38 წუთში 19 ქულა მოაგროვა.

2007 - “ატლანტა ჰოუქსი” “ინდიანა პეისერზთან” დამარცხდა (90:113). ზაზა ფაჩულიამ 24 წუთში 16 ქულა მოაგროვა და 7 მოხსნა განახორციელა.

2007 - ოსაკას ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა კოკაიმ. მან აღმოსავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა, ივაკიამა დაამარცხა.

2008 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ბოსტონ სელტიკსის” 22 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. ბოსტონელები 74:94 “ჰიუსტონ როკითსთან” დამარცხდნენ.

2012 - როჯერ ფედერერმა სარეკორდოდ, მეოთხედ მოიგო ინდიან უელსის საჩოგბურთო ტურნირი (ფინალში ჯონ იზნერი 7:6, 6:3 დაამარცხა) და კარიერის 73-ე ტიტული დაისაკუთრა. ფედერერმა 19-ე მასტერზი მოიგო და ამ მაჩვენებლით რაფა ნადალს დაეწია.

2013 - ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ფინალში რაფამ არგენტინელ დელ პოტროს 4:6, 6:3, 6:4 მოუგო, კარიერის 53-ე ტურნირი მოიგო, მასტერზებზე კი 22-ედ იმარჯვა. ნადალმა კარიერაში 600-ე მატჩი მოიგო.

2014 - მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გელზენკირხენის “შალკესთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში (3:1) დუბლი შეასრულა და 242 გოლს მოუყარა თავი, რითაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ბომბარდირს – ფერენც პუშკაშს გაუთანაბრდა.

თავის დროზე, მადრიდელთა მაისურით ამდენი გოლის გასატანად, უნგრელ ფორვარდს რონალდუზე 25 მატჩითა და 3 სეზონით მეტი დასჭირდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1890 - გუნარ ანდერსენი. 1910-20-იან წლებში ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მონაწილეობდა ორ ოლიმპიურ თამაშებზე.

1899 - ჯეკ ბრაუნი. 1920-30-იან წლებში “შეფილდ უენსდეის” მეკარე. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 465 შეხვედრა.

1899 - ამერიკო ტესორიერი. 1910-20-იანი წლების არგენტინელი მეკარე. გამოირჩეოდა საიმედო თამაშითა და ბრწყინვალე რეაქციით. ორჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.

1906 - კარლ სესტა. “ვუნდერთიმად” წოდებული ლეგენდარული ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების დაცვის ბურჯი. სამჯერ მოიპოვა ავსტრიის თასი.

1936 - ჯუმბერ დავლიანიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1957 წელს გახდა მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი. ექსტრაკატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. 1975 წლიდან იმსაჯა მსოფლიოს ოთხ და ევროპის ხუთ ჩემპიონატზე. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის არბიტრი.

1936 - ტონი ნეში. დიდი ბრიტანელი ბობსლეისტი. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1942 - ენ პეკერმანი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1945 - ალექსეი ვახონინი. საბჭოთა მოკრივე. მჩატე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1949 - ალექს ჰიგინსი, “ქარიშხალად” წოდებულმა ირლანდიელმა ბილიარდისტმა, სნუკერში ერთი დღის განმავლობაში ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1956 - როჟე ვერლი. ციურიხის “გრასჰოპერსისა” და შვეიცარიის ნაკრების მცველი. ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი. შვეიცარიის ოთხგზის ჩემპიონი.

1956 - ინგემარ სტენმარკი. ლეგენდარული შვედი მოთხილამურე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი (სლალომსა და გიგანტურ სლალომში). 1976 წლის თამაშებზე გიგანტურ სლალომში დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. 1978 წლის მსოფლიოს პირველობაზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩემპიონი გახდა, ხოლო 1982 წელს სლალომში ოქროს მედალს დაეუფლა, გიგანტურ სლალომში ვერცხლისას. სტენმარკს სპორტული კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს 92 შეჯიბრება.

1958 - ანდრეას ვენცელი. ლიხტენშტეინელი მოთხილამურე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1964 - ბონი ბლერი. ციგურებით რბოლაში 1988, 1992, 1994 წლების ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ხუთი მედალი (ოქროსა და ოთხი ბრინჯაოსი).

1968 - თემურ ქეცბაია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისის,” ათენის აეკ-ის, “ნიუკასლ იუნაიტედის,” “ვულვერჰემპტონ უონდერერზისა” და შოტლანდიური “დანდის” ფორვარდი. მოპოვებული აქვს საქართველოსა და კვიპროსის ჩემპიონობა, საქართველოს, საბერძნეთისა და კვიპროსის თასები. 1990 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. “ანორთოსისის” მთავარმწვრთნელობისას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მეთაურობით “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიპოვა. 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა პირეოსის “ოლიმპიაკოსიც”, რის შემდეგაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 50 მატჩში გაიტანა 16 გოლი. სულ ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 437 მატჩი, გაიტანა 123 გოლი. ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თემურ ქეცბაია ღირსების ორდენითაა დაჯილდოვებული. 2009-2014 წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ამჟამად კვიპროსული "აპოელის" მთავარი მწვრთნელია.

1969 - შილა ტაორმინა. 200 მეტრზე ესტაფეტით თავისუფალი სტილით ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1969 - ვასილი ივანჩუკი. უკრაინის საუკეთესო მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი.

1974 - არსი ხარიუ. ფინელი მძლეოსანი. ბირთვის კვრაში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1975 - კიმო ტიმონენი. ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრების მცველი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

1980 - ალექსეი იაგუდინი. ციგურებით ფიგურულ სრიალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1986 - ჯაბა კანკავა. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, თბილისისდინამოს”,ვლადიკავკაზისალანიას”, კიევისარსენალის”, დნეპროპეტროვსკისდნიპროს”, “კრივბასის”, ფრანგული "რეიმსის" ნახევარმცველი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 60 მატჩი, გაიტანა 7გოლი.

1991 - ავთანდილ ჭრიკიშვილი. 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს შორის 2014 წელს გახდა მსოფლიოს, 2013 და 2014 წლებში კი ევროპის ჩემპიონი. 2013 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. 2012, 2013, 2014 წლებში გახდა ევროპის გუნდური ჩემპიონი. 2014 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11903
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X