ფეხბურთი

13:30 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა სამი წლის შემდეგ: კიელინი და სუარესი

“იუვენტუსი” – “ბარსელონა” – თავისთავად დიდებული აფიშაა გუნდების სახელებიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრას კიდევ ერთი, საინტერესო ინტრიგა ახლავს – ჯორჯო კიელინი და ლუის სუარესი.

ბოლოს ეს ფეხბურთელები ერთმანეთს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, იტალიისა და ურუგვაის მატჩისას დაუპირისპირდნენ და მაშინ სუარესმა ჩვეულ სტილში იტალიელის პროვიცირება სცადა – უკბინა...

ის ეპიზოდი მატჩის მთავარ მსაჯს მხედველობიდან გამოეპარა და ურუგვაიმ 1:0 მოიგო, “სკუადრა აძურა” კი, ჯგუფში ჩარჩა.

მართალია, იმის მერე “ბარსელონა” “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდა - 2015 წელს, მაგრამ მაშინ კიელინის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ვნახოთ, რა მოხდება ახლა და როგორ ჩაივლის ჯორჯო კიელინისა და ლუის სუარესის მეორე შეხვედრა.

0.117769