ფეხბურთი

11:07 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" დუგლას კოშტა მოისაკლისა

მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიის ბუნდესლიგის უახლოეს მატჩში, რომელსაც “რეკორდმაისტერი” მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართავს, დუგლას კოშტა ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება ბრაზილიელ შემტევს. მას უახლოეს დღეების გატარება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს.

მიმდინარე სეზონში დუგლას კოშტამ ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111372