ფეხბურთი

12:30 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: "ბაიერნი"? ყველაზე ცუდი ვარიანტი"

ემილიო ბუტრაგენიოს მოსაზრებით, მიუნხენის “ბაიერნი” ყველაზე არასასურველი მეტოქეა, ვინც კი შეიძლებოდა, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვედროდა. გარდა ამისა, ემილიოს განცხადებით, კარლო ანჩელოტის მადრიდში დაბრუნება განსაკუთრებული იქნება.

“არ დავმალავ: “ბაიერნი” ყველაზე ცუდი ვარიანტია შესაძლოთა შორის. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვექნება. შეიძლება ითქვას, სეზონის ყველაზე კრიტკული მომენტია და ამიტომ, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვჭირდება.

ანჩელოტი? ჩვენს შორის ძალიან პატარა საიდუმლოებები თუ არსებობს. მას ზიდანთან დიდებული ურთიერთობა აქვს და მისი დაბრუნება მადრიდში იქნება ფანტასტიკური, რადგან კარლოს სითბო აქ ჯერ კიდევ ახსოვთ”, - ამბობს ბუტრაგენიო.

მადრიდის “რეალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116582