ფეხბურთი

10:27 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "შანსი თანაბარია"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს. მისი თქმით, შანსი თანაბარია და გულშემატკივარს ორი დაუვიწყარი თამაში ელის.

“კარგად ვიცი, რომ მადრიდში მხოლოდ გამარჯვებაა დადებითი შედეგი. მიმდინარე სეზონში კიდევ ორ ფრონტზე გვაქვს ჩვენი მიზნები და ის უნდა შევასრულოთ. “ბაიერნი? – კარგია. ასეთ დონეზე ადვილი თამაშები არ არსებობს, ამიტომაც წინ უნდა ვიყუროთ. კარლო ანჩელოტისთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნება ორი კარგი გუნდის ბრძოლა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. ძალიან ლამაზი ფეხბურთი გველოდება.

ანჩელოტისგან ბევრი რამ ვისწავლე, იგი დიდებული ადამიანია, რომელმაც “რეალში” ბევრი რამ გააკეთა. ჩემი აზრით, შანსი თანაბარია. პირველ თამაშს სტუმრად ვატარებთ და კარგად ვიცით, რომ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ”, - აღნიშნა ზიდანმა.

მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” ორრაუნდიანი დაპირისპირება 12 და 18 აპრილს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117881