ფეხბურთი

16:45 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედი: “ბარსელონასი” არ გვეშინია”

ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრას და მომავალ მეტოქე “ბარსელონას” აფასებს. ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელის განცხადებით, “იუვენტუსს” “ბარსა” არ აშინებს.

“არ ვიცი, რამდენად არის ეს შურისმაძიებელი შეხვედრა, მაგრამ რა თქმა უნდა, “ბარსელონასთან” თამაში მომხიბლავი გამოწვევაა. ნამდვილად იქნება კარგი თამაშები. წარსულში კი არა, აწმყოში უნდა ვიყურებოდეთ. ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ, “იუვენტუსი” გასულ წლებთან შედარებით ძალიან გაიზარდა და ნახევარფინალშიც საუკეთესო გავა.

ესპანურ გუნდს სწორ მომენტში ვეთამაშებით. პატივს ვცემთ “ბარსას”, მაგრამ იმდენად არა, რომ მისი გვეშინოდეს. პირველი თამაში “კამპ ნოუზე” აჯობებდა? ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოა. “ბარსელონასთან” კარგი მოგონებები მაკავშირებს და მაშინაც პირველი თამაში ტურინში ჩავატარეთ. ჩემი აზრით, ასეთ დაპირისპირებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პირველი თამაში სად გაიმართება. “იუვენტუსი” მზადაა თავისი საუკეთესო თამაშის საჩვენებლად”, - განაცხადა ნედვედმა.

0.112753