ფეხბურთი

16:14 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: 1/4/ფინალის წყვილები გაირკვა

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ევროპის საკლუბო ტურნირის 8 უძლიერესმა გუნდმა 4 წყვილი შეადგინა.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ანდერლეხტი" (ბელგია) - "მანჩესტერი" (ინგლისი)

"სელტა" (ესპანეთი) - "გენკი" (ბელგია)

"აიაქსი" (ჰოლანდია) - "შალკე" (გერმანია)

"ლიონი" (საფრანგეთი) - "ბეშიქთაში" (თურქეთი)

უეფას ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 13 აპრილს, ხოლო საპასუხო - ერთი კვირის თავზე, 20 აპრილს გაიმართება. ფინალური მატჩი კი, 24 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება.

0.136391