ჩოგბურთი

14:00 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა ნახევარფინალშია

ინდიან უელსის ტურნირის მეოთხედფინალში დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ავსტრიელი დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ, მესამე სეტში ვავრინკა 3:0 დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ავსტრიელმა 3:3 გახადა. 6:5-ზე შვეიცარიელის სასარგებლოდ, ტიმის ჩაწოდებაზე ავსტრიელმა მატჩ-პონტი გადაარჩინა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ვავრინკა უკეთესი აღმოჩნდა და 7:2 მოიგო.

შვეიცარიელმა 5-დან 3 ბრეიკი გამოიყენა, ხოლო ტიმმა - 11-დან 3.

ნახევარფინალში ვავრინკა ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდება.

ინდიან უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 6,9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.115019