თამაშგარე

11:52 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეით აპტონს ირინა შეიკი არ ეპიტნავება

თუკი გემოვნებას ადამიანთან ოდნავ ახლოს მაინც ჩაუვლია, ის აუცილებლად აღიარებს, რომ ამერიკელი მოდელი ქეით აპტონი ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ლამაზმანია და მისი დარი საჩვენოში არც ისე ბევრია.

ამას ჩვენ კი ვაღიარებთ, მაგრამ, თავად ქეითი ნამეტნავად გულმოკლული და ნაწყენი ყოფილა იმის გამო, რომ ბოლო წლებში მისი კოლეგა და კონკურენტი მოდელები პოპულარობის მოსახვეჭად მრავალ ხერხს მიმართავენ და ამ ხერხთაგან ერთ-ერთი, ცნობილ სპორტსმენებზე გათხოვება და სხვადასხვა სპორტული ნაკრების თილისმად თავის გამოცხადებაა.

თურმე ნუ იტყვით და, აპტონის ქალი განსაკუთრებით ირინა შეიკზე ყოფილა გაბრაზებული. ქეითი ამბობს, რომ ირინამ კრიშტიანუ რონალდუსთან რამდენიმეწლიანი თანაყოფა პოპულარობისთვის გამოიყენა, თორემ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შეიკი მასზე პოპულარული. აი, აქ კი, ალბათ, უნდა გაჩერდეს ქეით აპტონი. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც შეიკის სილამაზეც გვიზიდავს და არც ქეითის მზერაზე ვამბობთ უარს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113587