ფეხბურთი

20:27 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თორნიკე ოქრიაშვილმა დღეს გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა. საუბარია ჯვარედინი მყესების ოპერაციაზე. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ხალხს ყურადღებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საწყენია, მაგრამ საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაახლოებით ნახევარი წელიწადი ვერ ითამაშებს.

0.110059