ფეხბურთი

17:52 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” გულშემატკივრებს მეოთხედფინალში “რეალთან” დაპირისპირება სურთ

ესპანურმა გამოცემა Sport-მა "ბარსელონას" გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ ვის ისურვებენ საყვარელი გუნდის მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამოკითხულთა 43% მადრიდის “რეალს” ასახელებს, მეორე ადგილზე კი 38%-ით “ლესტერია”.

ხმათა ყველაზე მცირე რაოდენობა – 2%, იტალიურ “იუვენტუსს” ერგო. გამოკითხულთა აზრით, ტურინელებისთვის ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის ფინალში "ბარსასთან" განცდილი მარცხი დამატებითი მოტივაცია იქნება და ეცდებიან, რომ კატალონიურ გრანდზე შური იძიონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112874